"უკრაინამ ვებ-გვერდზე "ომი და სანქციები" დასასანქცირებელთა სიას Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატა" - "დროა" - კვირის პალიტრა

"უკრაინამ ვებ-გვერდზე "ომი და სანქციები" დასასანქცირებელთა სიას Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატა" - "დროა"

პარ­ტია „დრო­ას“ წევ­რის, გიგა ლე­მონ­ჯა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ის, რომ უკ­რა­ი­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და ორი იუ­რი­დი­უ­ლი პირი და­ე­მა­ტა ნიშ­ნავს იმას, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის და­სა­სან­ქცი­რებ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას იწყებს.

რო­გორც მან პარ­ტია „დრო­ას“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, ქვეყ­ნის შიგ­ნით სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბიც კერ­ძო ბიზ­ნე­სე­ბი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის თი­თო­ე­ულ მოქ­მე­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან და ღა­ლა­ტის ყვე­ლა ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბათ.

„უკ­რა­ი­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე „ომი და სან­ქცი­ე­ბი“ სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და ორი იუ­რი­დი­უ­ლი პირი და­ე­მა­ტა. სა­უ­ბა­რია თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­ზე, „აირ­ზე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს“ ავი­ა­ხა­ზე­ბის მფლო­ბელ­სა და ერთ-ერთ დი­რექ­ტორ­ზე და ასე­ვე, მის ძმა­ზე და­ვით გა­ი­აშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც „აირ­ზე­ნას“ ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლია. ამა­ვე ბა­ზა­ში და­ე­მა­ტა „აირ­ზე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს“ ავი­ა­ხა­ზე­ბი, რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი პირი და კრემ­ლის­ტი, პუ­ტი­ნის­ტი ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­ხელ­და­ხე­ლოდ შე­იქ­მნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიშ­ნავს იმას, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­თან, ისე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან იწყებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას იმის­თვის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­სან­ქცი­რონ. ამ ადა­მი­ა­ნებს ბრა­ლი ედე­ბათ ომის პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და ასე­ვე, რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბა­ში, გვერ­დი აუ­ა­რონ ევ­რო­კავ­ში­რის, აშშ-სა და უკ­რა­ი­ნის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს.

დო­კუ­მენ­ტში, ასე­ვე, პირ­და­პირ სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი, კერ­ძოდ, ორ კომ­პა­ნი­ა­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა „აზი­მუ­ტი“ და „რედ­ვინგსი“, რომ­ლე­ბიც ყი­რიმ­ში სის­ტე­მა­ტურ რე­ი­სებს ას­რუ­ლე­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ „რედ­ვინგსს“ თა­ვის ვებ-გვერ­დზე აფხა­ზე­თი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ისე აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „დროა“ თით­ქმის ერთი წე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის თე­მა­ზე მუ­შა­ობს.

ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, ამ პრო­ცეს­ში სა­ხელ­მწი­ფო არ და­ზა­რალ­დეს, თა­ვი­დან ავი­რი­დოთ სექ­ტო­რუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, მაგ­რამ და­სან­ქცირ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და ის იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ზი­ანს აყე­ნე­ბენ. აქვე მივ­მარ­თავ ყვე­ლა ფი­ზი­კურ პირ­სა და ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ას, რომ­ლებ­საც გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე, ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სის­ხლის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რდეს, ღა­ლა­ტის არ­ცერ­თი ფაქ­ტი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა. ქვეყ­ნის შიგ­ნით პი­რე­ბიც და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბიც თი­თო­ე­ულ მოქ­მე­დე­ბას ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით და ღა­ლა­ტის ყვე­ლა ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა გვექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ლე­მონ­ჯა­ვამ.