ჯო ბაიდენი კოლორადოში ღონისძიებაზე წაიქცა (ფოტო/ვიდეო) - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენი კოლორადოში ღონისძიებაზე წაიქცა (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი კო­ლო­რა­დო­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­ბორ­ძიკ­და და წა­იქ­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ BBC-ი ავ­რცე­ლებს. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ასე­ვე მომ­ხდა­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი.

რო­გორც BBC-ი წერს, კო­ლო­რა­დო­ში აშშ-ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის აკა­დე­მი­ის გა­მო­საშ­ვებ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, დიპ­ლო­მე­ბის გა­ცე­მის დროს, ბა­ი­დე­ნი წა­ბორ­ძიკ­და და წა­იქ­ცა. სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მას წა­მოდ­გო­მა­ში და­ეხ­მარ­ნენ და ბა­ი­დე­ნი თა­ვის ად­გილს მარ­ტო და­უბ­რუნ­და.

photo-1685689894.jpg

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა ფეხ­ზე, სა­ნამ აკა­დე­მი­ის ყვე­ლა 921 კურსდამ­თავ­რე­ბულ კა­დეტს არ­თმევ­და ხელს.

Error occurred during the loading of an video. თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი იმის გამო მოხ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ქვი­შის ტო­მა­რას წა­მოკ­რა ფეხი.

“იგი კარ­გად არის. ქვი­შის ტო­მა­რა იყო სცე­ნა­ზე, სა­ნამ იგი ხელს არ­თმე­ვა”, - წერს თეთ­რი სახ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი, ბენ ლა­ბოლ­ტი.