"ქორწილი ივნისში იგეგმება. ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია, ფეხბურთის ვარსკვლავსა და ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე - კვირის პალიტრა

"ქორწილი ივნისში იგეგმება. ნიცა ძალიან თბილი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა" - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია, ფეხბურთის ვარსკვლავსა და ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია და­რე­ჯან კვა­რა­ცხე­ლი­ას ფო­ტო­ე­ბიამ ცოტა ხნის წინ ფეხ­ბურ­თის ქარ­თველ ვარ­სკვლავ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად ჭად­რა­კის ლე­გენ­და ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ნე­ა­პოლ­ში ჩა­ვი­და, ხვი­ჩას თა­მაშ­საც და­ეს­წრო და ად­გი­ლობ­რივ მო­ჭად­რა­კეს­თან ერ­თობ­ლი­ვი სე­ან­სიც გა­მარ­თა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ფეხ­ბურ­თე­ლი­სა და ჭად­რა­კის ლე­გენ­დის შეხ­ვედ­რის კად­რე­ბი, თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, რომ ამ შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი და­რე­ჯან კვა­რა­ცხე­ლია იყო.

ის წლე­ბია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს. მისი კა­რი­ე­რა პირ­ველ არხზე და­ი­წყო და შემ­დეგ რა­დიო იმედ­ში გაგ­რძელ­და. ამ­ჟა­მად იგი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას­თან" თა­ნამ­შრომ­ლობს და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა აქვს.

ამ ცოტა ხნის წინ, მისი ავ­ტო­რო­ბით წიგ­ნი გა­მო­ი­ცა, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვილს მი­უ­ძღვნა - "ოდა­ბა­დე“ კოლ­ხე­თის ის­ტო­რი­ას, მის ეთ­ნოგ­რა­ფი­ას და სა­ცხოვ­რი­სებს ეძღვნე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო და­რე­ჯან, მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ ჩა­ი­ა­რა ხვი­ჩა­სა და ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნას შეხ­ვედ­რამ?

- შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში ხვი­ჩამ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს მა­ი­სუ­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა. შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ როცა ხვი­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, ნონა მა­შინ ტურ­ნირ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და უცხო­ეთ­ში, თო­რემ შეხ­ვედ­რა თბი­ლის­შიც მო­ხერ­ხდე­ბო­და. ქალ­ბა­ტონ ნო­ნას­თან ერთ-ერთი ვი­ზი­ტის დროს ვკი­თხე, ნე­ა­პოლ­ში წას­ვლა ხომ არ სურ­და და ისიც სი­ხა­რუ­ლით დამ­თან­ხმდა.

შეხ­ვედ­რა ხვი­ჩას თა­მა­შის შემ­დეგ შედ­გა და და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთი გაგ­რძელ­და. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. ნონა ხვი­ჩას დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და მის ყვე­ლა თა­მაშს ელო­დე­ბა...

მო­მა­ვალ­ზე ისა­უბ­რეს. რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტონ­მა ნო­ნამ და­რი­გე­ბე­ბიც მის­ცა. სა­უ­ბა­რი ჭად­რაკ­საც შე­ე­ხო და ხვი­ჩას დაჰ­პირ­და, რომ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის დროს ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად ითა­მა­შე­ბენ. ეს შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო - პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ასე­თი ლე­გენ­და­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ახალ­გაზ­რდა, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ვარ­სკვლა­ვის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ იტა­ლი­ა­ში ჩა­ვი­და. გააგრძელეთ კითხვა