"ეს ჩვენი ყველას ფულია და არა თეას პირადი ფული, რომელსაც გვჩუქნის..." - კინოცენტრი გაგა ჩხეიძეს უპირისპირდება: თბილისის კინოფესტივალის ჩატარება კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - კვირის პალიტრა

"ეს ჩვენი ყველას ფულია და არა თეას პირადი ფული, რომელსაც გვჩუქნის..." - კინოცენტრი გაგა ჩხეიძეს უპირისპირდება: თბილისის კინოფესტივალის ჩატარება კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

31 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კი­ნო­ცენ­ტრის ყო­ფილ დი­რექ­ტორს გაგა ჩხე­ი­ძეს კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, გო­ე­თეს მე­და­ლი გა­და­ე­ცა. ჩხე­ი­ძის თა­ო­ბა­ზე გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში კი ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, რომ ჩხე­ი­ძე კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შე­გახ­სე­ნებთ, მას ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა გა­სუ­ლი წლის მარ­ტში მო­უ­წია. გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის სტა­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა კი­ნო­ცენ­ტრმა, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

"გან­ცხა­დე­ბა გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის სტა­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, სა­ჯა­როდ გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის 31 მა­ისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის (კი­ნო­ცენ­ტრი) ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, გაგა ჩხე­ი­ძის­თვის 2023 წლის გო­ე­თეს მედ­ლის გა­და­ცე­მა­ზე.

სამ­წუ­ხა­როდ, სტა­ტია შე­ი­ცავს მცდარ და ფა­რი­სევ­ლურ ბრალ­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს­და გაგა ჩხე­ი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი სა­ჯა­რო პო­ზი­ცი­ი­სათ­ვის. ამ­გვა­რი უტი­ფა­რი სი­ყალ­ბე უსა­ფუძ­ვლოდ აყე­ნებს ჩრდილს კი­ნო­ცენ­ტრის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის რე­პუ­ტა­ცი­ას, და მან შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს და და­აბ­ნი­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მკა­ფი­ოდ გან­ვმარ­ტავთ, რომ გაგა ჩხე­ი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2022 წლის 18 მარტს გა­თა­ვი­სუფ­ლდა არა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი "სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის შე­სა­ბა­მი­სო­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი აუ­დი­ტის ან­გა­რი­შის“ სა­ფუძ­ველ­ზე, რაც მო­ი­ცავს 2019-2020 წლებ­ში მის მიერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბას. სწო­რედ ამ აუ­დი­ტო­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, გაგა ჩხე­ი­ძის მიერ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო ხარ­ჯვის ფაქ­ტე­ბი, კი­ნო­ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მარ­თვის სის­ტე­მის სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი, ნე­პო­ტიზ­მი, კონ­ტრო­ლის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბა და მრა­ვა­ლი სხვა.

გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, გაგა ჩხე­ი­ძის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი აუ­დი­ტის დას­კვნა გა­და­ეგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის. შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა (სს N 074020522803) კი­ნო­ცენ­ტრის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, გაგა ჩხე­ი­ძის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, თით­ქოს­და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან მის მიერ სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტულ პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უსა­ფუძ­ვლოა, სიც­რუ­ეა და არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს არც ელე­მენ­ტა­რულ სი­მარ­თლეს­თან და არც მო­რალ­თან.

ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ალ­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა იმის გა­გე­ბაც, რომ კი­ნო­ცენ­ტრმა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც თა­ვად გაგა ჩხე­ი­ძეა, 2022 წელს და­ა­ფი­ნან­სა 150 000 ლა­რით, ხოლო 2023 წელს - 125 000 ლა­რით. იგი­ვე ფეს­ტი­ვა­ლი, კი­ნო­ცენ­ტრთან ერ­თად, და­ა­ფი­ნან­სა 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­მაც 47 000 ლა­რით. უმარ­ტი­ვე­სი კი­თხვა იბა­დე­ბა - თუკი კი­ნო­ცენ­ტრი უკ­რა­ი­ნას არ უჭერს მხარს (გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის სტა­ტი­ის ავ­ტორ­თა ლო­გი­კით) და ამ მი­ზე­ზით "ჩაგ­რუ­ლი“ გაგა ჩხე­ი­ძე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, ამა­ვე გაგა ჩხე­ი­ძეს ფეს­ტი­ვალს რა­ტომ უფი­ნან­სებს? ასე­ვე, თუ კი­ნო­ცენ­ტრი და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო არ უჭე­რენ მხარს უკ­რა­ი­ნას (გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის სტა­ტი­ის ავ­ტორ­თა ლო­გი­კით), ხოლო გაგა ჩხე­ი­ძე უკ­რა­ი­ნის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მხარ­დამ­ჭე­რია, რა­ტომ იღებს ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოდე­ნო­ბის თან­ხებს თა­ვი­სი ფეს­ტი­ვა­ლი­სათ­ვის სწო­რედ ამ­გვა­რი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა­გან?!

და­ნარ­ჩე­ნი თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­სა­ჯოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფრო მეტი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას იმ ე.წ. ღვაწლ­ზე, რო­მე­ლიც, გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის სტა­ტი­ის ავ­ტო­რებს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, გაგა ჩხე­ი­ძეს ჰქო­ნია ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და კი­ნო­ინ­დუსტრი­ის წი­ნა­შე. გაგა ჩხე­ი­ძის ვი­თომ­და ღვაწ­ლის მო­რიგ თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თად, გარ­და აუ­დი­ტის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ დას­კვნა­ში მოყ­ვა­ნი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი­სა, მის მიერ თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, იქ, სა­დაც იშვა ქარ­თუ­ლი კინო, "ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ ტე­რი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც იკ­მა­რებ­და. გააგრძელეთ კითხვა