"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი..." - "ილიაუნის" რექტორი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი..." - "ილიაუნის" რექტორი განცხადებას ავრცელებს

"ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რექ­ტო­რი ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რექ­ტო­რი ეხ­მა­უ­რე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­სულ სი­უ­ჟეტს, რო­მელ­შიც ის მო­იხ­სე­ნი­ეს, რო­გორც ნა­სა­მარ­თლე­ვი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­სა და ნე­პო­ტიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის თე­მას, ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე წერს, რომ 2010 წელს მარ­თლაც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც მისი ერ­თა­დერ­თი დის­შვი­ლი და­ი­ღუ­პა. რექ­ტო­რის თქმით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე ფი­ნან­სუ­რი სა­ფუძ­ვლით თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობ­და და ახლა გა­მო­იკ­ვე­თა, რომ რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი "მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის, და­ზი­ა­ნე­ბაა".

ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე:

"2010 წელს ნამ­დვი­ლად შე­მემ­თხვა უმ­ძი­მე­სი ავა­რია, რომ­ლის დროს და­ი­ღუ­პა ჩემი ერ­თა­დერ­თი დის­შვი­ლი. ამ ამ­ბავ­მა არა მარ­ტო ჩემი, არა­მედ მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის, მათ შო­რის პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

იმე­დი მაქვს, ისი­ნი ამ ბინ­ძურ სი­უ­ჟეტს ვერ/არ ნა­ხა­ვენ, თვალს აა­რი­დე­ბენ. პი­რა­დად მე ამის შეხ­სე­ნე­ბა არ მჭირ­დე­ბა, მე ამა­ში ვცხოვ­რობ 2010 წლის აგ­ვის­ტო­დან ყო­ველ წამს.

დღე­ვან­დე­ლი სი­უ­ჟე­ტით ბო­ლოს­და­ბო­ლოს გა­ირ­კვა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რა­ტომ და­ესხნენ თავს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს. არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი რომ არ არ­სე­ბობ­და, თა­ვა­დაც კარ­გად იცოდ­ნენ.

ეს წი­ნას­წა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ფაზა იყო ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის და ამით უნი­ვერ­სი­ტე­ტის, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის, და­ზი­ა­ნე­ბის­თვის.“

ეს ტრა­გე­დი­აც მაძ­ლევს ძა­ლას, ბევ­რად უფრო მეტ­ზე ვი­ფიქ­რო, ვიდ­რე ჩემი სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბია. რა­საც დღეს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი აკე­თებს, ის ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა და თუნ­დაც ასე­თი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი თავ­დას­ხმა ვერ შე­მიშ­ლის ხელს, გა­ვაგ­რძე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც პრო­ფე­სორ­მა და რო­გორც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა".

სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ილი­ა­უ­ნის რექ­ტორს სტუ­დენ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი თან­ხის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­სა და ნე­პო­ტიზ­მში სდებს ბრალს. ორ­გა­ნი­ზა­ცია „სტუ­დენ­ტე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და მას არ აქვს "მო­რა­ლუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა", იყოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი.