32 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - ირანული "პერსეპოლისის" ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს - კვირის პალიტრა

32 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - ირანული "პერსეპოლისის" ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლად არის იმის ილუსტრა­ცია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წიო სა­სურ­ველ შე­დეგს და მი­ზანს და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით და რომ მთა­ვა­რია, არა­სო­დეს და­ნებ­დე.

ირა­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "პერ­სე­პო­ლი­სის" ქარ­თვე­ლი მცვე­ლი 32 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ძა­ხეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. ეს გი­ორ­გის დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო.

სპორ­ტსმენ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც თა­ვის გუ­ლის­ტკი­ვილ­ზე წერ­და, რო­მე­ლიც სწო­რედ იმ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბო­და, რომ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში არ იძა­ხებ­დნენ.

"გუ­შინ სპარ­სე­თის ლი­გის 22/23 სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლად და­მა­სა­ხე­ლეს და და­მა­ჯილ­დო­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის მცვე­ლე­ბი იყ­ვნენ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რმა, მათ შო­რის ფეხ­ბურ­თის ექ­სპერ­ტებ­მა, მი­იჩ­ნი­ეს, რომ მე და­ვიმ­სა­ხუ­რე ეს პრი­ზი. ეს ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის და რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში თა­მა­შობს, რო­გორც ლე­გი­ო­ნე­რი. მო­ტი­ვა­ცია და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. მით უმე­ტეს, როცა არას­დროს მი­თა­მა­შია ჩემი ქვეყ­ნის ნაკ­რებ­ში, მათ შო­რის არ­ცერთ ასა­კობ­რივ­ში, 1 წუ­თიც კი.

შე­იძ­ლე­ბა იყო დრო, როცა არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი იქ ყოფ­ნას, მაგ­რამ იყო დროც, რო­დე­საც და­ვიმ­სა­ხუ­რე და ეს ფაქ­ტი ყო­ველ­თვის ანად­გუ­რებ­და ჩემს მო­ტი­ვა­ცი­ას, თით­ქოს არ ვარ­სე­ბობ, თით­ქოს სამ­შობ­ლო არ მაქვს... " - წერ­და გვე­ლე­სი­ა­ნი. იხი­ლეთ სრუ­ლად