ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები? (ფოტოები)
ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.
"მე ხელი დამიშავდა და კისრის უკანა ნაწილი. როდესაც მატარებლის ვაგონიდან გამოვედი, დავინახე, რომ ვიღაცამ ხელი დაკარგა, ვიღაცამ - ფეხი, ვიღაცას სახე დაუზიანდა" - აცხადებენ გადარჩენილი ინდოეთის მოქალაქეები. (გააგრძელეთ კითხვა)