"მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი იმიტომ, რომ მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს დეოკუპაციაში მას შემდეგ, რაც უკრაინა ტერიტორიებს დაიბრუნებს და ომს მოიგებს"
მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი იმიტომ, რომ მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს დეოკუპაციაში მას შემდეგ, რაც უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს და მოიგებს ომს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან” განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული მოთხოვნით აქცია სამომავლოდაც გაგრძელდება, რადგანაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტულია.
„რამდენიმე თვეა, პრეზიდენტ სააკაშვილთან პარლამენტის წევრებს არ გვიშვებენ და კანონით მონიჭებულ ჩვენ უფლებას არღვევენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება აღუდგეთ პარლამენტის წევრებს და უფლება მოგვეცეს შესაძლებლობა ვნახოთ პრეზიდენტი სააკაშვილი. მეორე - მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი იმიტომ, რომ მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს დეოკუპაციაში მას შემდეგ, რაც უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს და მოიგებს ომს. საქართველოსთვის არ არსებობს უკეთესი შესაძლებლობა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია უკრაინის ხელისუფლებასთან, დასავლელ პარტნიორებთან იყოს ჩვენი ქვეყნის მთავარი ლობისტი. ამიტომ, ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.