ირაკლი ღარიბაშვილი და 80-მდე ქვეყნის თანამდებობის პირი ერდოღანის ინაუგურაციაზე - ფიცის დადების ცერემონიის ფოტო და ვიდეოკადრები - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი და 80-მდე ქვეყნის თანამდებობის პირი ერდოღანის ინაუგურაციაზე - ფიცის დადების ცერემონიის ფოტო და ვიდეოკადრები

თურ­ქეთ­ში რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა. ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას 78 ქვეყ­ნის მა­ღა­ლი დო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ეს­წრე­ბო­და.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­კა­რა­ში მდე­ბა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო კომ­პლექსში ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 21 ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი, 13 ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იღებ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იქ იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი თურ­ქეთ­ში დღეს გა­ემ­გზავ­რა.

347402398-271835928651173-93608860625920895-n-61862-1685799674.jpg

„მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებასა და პატიოსნებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე.

ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ ერ­დო­ღან­მა მან­და­ტი თურ­ქე­თის დიდი ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის დრო­ე­ბი­თი თავ­მჯდო­მა­რის­გან, დევ­ლეთ ბაჰჩე­ლის­გან მი­ი­ღო. ერ­დო­ღან­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში 52.18 პრო­ცენ­ტით გა­ი­მარ­ჯვა. (იხილეთ ფოტოები და ვიდეო)