ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა - 15-წლიანი პაუზის შემდეგ ეს სომხეთის ლიდერის პირველი ვიზიტია თურქეთში - კვირის პალიტრა

ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა - 15-წლიანი პაუზის შემდეგ ეს სომხეთის ლიდერის პირველი ვიზიტია თურქეთში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს თან ახლავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ერევნის სპეციალური წარმომადგენელი ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში, რუბენ რუბინიანი.

მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს აეროპორტში სომხეთთან დიალოგში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი დახვდა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ლიდერი თურქეთში თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.