"ძირს ბე­ლოგ­რუ­ზია!" - რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ძირს ბე­ლოგ­რუ­ზია!" - რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში?

"ძირს ბე­ლოგ­რუ­ზია! დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს!", - ამ სი­ტყვებს "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მსჯავ­რდე­ბუ­ლი ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს.

გვა­რა­მია აღ­ნიშ­ნუ­ლით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ გუ­შინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნავ, რომ ახლა ურ­თი­ერ­თწყე­ნე­ბის და­ვი­წყე­ბის დროა.

"რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის მიერ სუფ­თა ფურ­ცლის გამო და­კა­ვე­ბებს ქარ­თულ­მა პრო­და­სავ­ლურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "სუფ­თა ფურ­ცლის ინი­ცი­ა­ტი­ვით“ თუ არ უპა­სუ­ხა, სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და­კარ­გავს.

და­ი­წყეთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სუფ­თა ფურ­ცლი­დან! და­ი­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თწყე­ნე­ბი და ურ­თი­ერ­თპ­რე­ტენ­ზი­ე­ბი! შე­ეშ­ვით წარ­სულს და მუდ­მი­ვად უკან ნუ იხე­დე­ბით! კონ­ცენ­ტრირ­დით მო­მა­ვალ­ზე და ია­რეთ მხო­ლოდ წინ! სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ ასე მოვა! ძირს ბე­ლოგ­რუ­ზია! დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს!“, - წერს გვა­რა­მია.