„პალიტრა L“ წიგნის ფესტივალს აჯამებს რა სიახლეები შესთავაზა გამომცემლობამ მკითხველს - კვირის პალიტრა

„პალიტრა L“ წიგნის ფესტივალს აჯამებს რა სიახლეები შესთავაზა გამომცემლობამ მკითხველს

25-28 მაისს თბილისში წიგნის ფესტივალის საიუბილეო, 25-ე ღონისძიება გაიმართა. გამომცემლობებმა, მათ შორის ყველასთვის საყვარელმა "პალიტრა L"-მა, მკითხველს უამრავი საჩუქარი დაახვედრეს. წელს განახლებულ სივრცეში "პალიტრა L"-ს ასობით წიგნი სპეციალურ ფასად ჰქონდა წარმოდგენილი. გარდა ამისა, მოწყობილი ჰქონდა სპეციალური ფასდაკლებული წიგნების ზონაც.

"პალიტრა L"-მა მკითხველს სიურპრიზი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავადაც დაახვედრა და "ქართული მონეტების კოლექცია" 176 ლარის ნაცვლად, სიმბოლურ ფასად, 26 ლარად შესთავაზა.

wigni6-1685871302.jpg

როგორც "პალიტრა ჰოლდინგის" მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ გიორგაძემ განმარტა, გამომცემლობამ წელს მკითხველს წარუდგინა სიახლეებიც, რომელთა შორის არის ეველინ ჰიუგოს "7 ქმარი", მარიამ წიკლაურის ილუსტრირებული საბავშვო წიგნი "ჩვენი სახლი", რომელიც ფესტივალზე საბავშვო სერიაში "პალიტრა L"-ის ბესტსელერი გახდა, აგათა კრისტის სამი დეტექტივი, რომელიც წელს გამოიცა: "პაემანი სიკვდილთან", "ფოკუსი სარკეებით" და "ლურჯი მატარებლის საიდუმლოება", დამწყები ავტორის, რევაზ-გიორგი არველაძის ქართულ მითოლოგიასა და ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული მოთხრობები საშინელებათა ჟანრში "მოთხრობები ქართლიდან", რომელიც როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზეა შესრულებული.

wigni-1685871301.jpg

მარიამ გიორგაძის თქმით, 4 დღის განმავლობაში "პალიტრა L"-ის სივრცესთან ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ძალიან აქტიურობდნენ პატარა მკითხველებიც.

wigni5-1685871302.jpg

"ფესტივალზე წარმოდგენილი ვიყავით ახალი სტენდით, რომელიც წელს უფრო დიდ ფართობს იკავებდა და მკითხველს მეტ შესაძლებლობას სთავაზობდა. ცალკე გვქონდა შეხვედრების სივრცე, სადაც თანამედროვე ქართველი ავტორები ერთგულ მკითხველს ხვდებოდნენ და მათთან ერთად სხვადასხვა საკითხს განიხილავდნენ. საბოლოოდ, განვლილი 4 დღე ძალიან ცოცხალი და ინტერაქციული იყო. მკითხველის ჩართულობამ მოლოდინს გადააჭარბა", - აღნიშნა მარიამ გიორგაძემ.

wigni4-1685871302.jpg

2023 წლის ფესტივალზე გამომცემლობამ არც მოზარდი მკითხველი დაივიწყა და მათთვის გამოცემული ლიტერატურის გარდა, მხიარული და საინტერესო თამაში თეენს Gამე შესთავაზა: "ლიბერთინსის" სერიის წიგნებში თავსატეხები იყო მოთავსებული, რომლებიც მონაწილეებს უნდა ამოეხსნათ, გამარჯვებულს კი სპეციალური პრიზი გადაეცა. წიგნის ფესტივალზე "პალიტრა L"-ს ყველა თაობისა და გემოვნების მკითხველისთვის ჰქონდა შეთავაზებები და აქტივობები დაგეგმილი, რომლებიც, როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, წარმატებით შედგა.

R