კონკურსის "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" მოკლე სია ცნობილია
ავტორები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის შესრულებული ნამუშევრებისთვის გამოვლინდნენ. 2023 წლის ივნისის ბოლომდე ჟიური გამარჯვებულებს აირჩევს, რომელთა წიგნებსაც "პალიტრა L" მკითხველთა ფართო წრეებისთვის გამოსცემს.
კონკურსის "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" მოკლე სია კატეგორიების მიხედვით:
0-3 წელი
თათია კაპანაძე - "ანას მეგობარი პეპელა"
იულიანა მესხი - "მე დავბრუნდები"
თამარ შალუაშვილი - ზღაპრები
4-6 წელი
ქეთევან დეკანოსიძე - "ამბავი ვაჟა-ბიჭისა და დევისა, რომელიც სხვილოს ციხეში ცხოვრობდა"
აზა მდინარაძე - "ერთი კეთილი ამბავი"
დავით ჩომახიძე - "ამბავი ბაჩის ფოტონადირობის"
ლილი წიქარიშვილი - "იკოკატო ხორთუმეთში"
აკაკი დაუშვილი - "წვიმის წვეთი, რომელსაც ღრუბლების ეშინოდა"
თამთა ტაბატაძე - ლექსები
თეა პაპიაშვილი - "თაგვების ოთახი"
მაკა დემურიშვილი - "რკოს ნამცხვარი ფუღუროში"
ნინო ქოქოსაძე - "ბაკურის ზღაპარი"
7-10 წელი
ნინო ქოქოსაძე - "ბადურის და ბაკურის ზღაპარი"
დავით ჩომახიძე - "მანაკები"
ეკა ლაცაბიძე - "ჩიტტà დელლა ფელიციტà" /"ბედნიერების ქალაქი"/
ეკა შერაზადაშვილი - "გოტფრიდების ქალაქი"
თათია ესვანჯია - "მალინა და ფურცლის პრინცესა"
ნინო მანძულაშვილი - "საბავშვეთი ოთხამდეა"
ნათია როსტიაშვილი - "ცის ხელმწიფე გაიბუტა"
ნესტან კუპრავა - "ჰიპო-ჰიპოელი ბეჰემოთი და მისი მეგობრები" “
ნინო ქადაგიძე - "მეგობრობის დღიური"
სალომე გოგოლაძე - "ჭიამაია"
სოფია ბარშოვა - "როგორ შეიქმნა ამბავი"
ფიქრია ყუშიტაშვილი - "თორმეტი თვის ზღაპარი"
ქეთევან ზაალიშვილი - Aრტიფიციალ Eყე
გვანცა ასათიანი - "სამყაროს მაშველების მისტიკური ამბები"
ხათუნა ქარაია - "მოგზაურობა საჰაერო ბურთით"
თამარ კელენჯერიძე - "გამჭვირვალე სტიუ"
მაია კარსელი - "წყარო სტუმრად"
ნათია ჯანაშია - "ალპინისტი პინგვინი"
ბადრი სულაძე - "გულგუთანა"
მამუკა თედიაშვილი - "ყვავილი"
ჯულიანა ტაბატაძე - "ნონო, ჟირაფი და სპილო"
გიორგი წულაია - "ქოჩორა"
ულიანა მესხი - "მე დავბრუნდები"
ნინო ხარიტონაშვილი - "ნია ნიას და მელიას თავგადასავალი"
ასმათ ჯავახიშვილი - დიდაქტიკურ-შემეცნებითი იგავ-არაკები
კონკურსი "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" 2021 წლიდან იმართება და მისი მიზანი საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ქართველი ავტორების ხელშეწყობაა. გასულ წლებში კონკურსის გამარჯვებულები პატარა მკითხველმა უკვე შეიყვარა და მათი წიგნები მუდმივად ბესტსელერთა სიაშია.
ახალი საბავშვო ავტორები ქმნიან ლიტერატურას, რომელიც თანამედროვე რეალობასთან არის კავშირში და მკითხველისთვის უფრო ორგანული და მარტივად აღქმადია. ბავშვების განვითარებისა და თანამედროვე გამოწვევებსა და სხვადასხვა საკითხზე წარმოდგენის შესაქმნელად ამგვარი ლიტერატურა ძალზე მნიშვნელოვანია. გამარჯვებულების გამოვლენამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა, მკითხველი მალე გაეცნობა გამარჯვებულის ტექსტებს.