ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” "აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის - კვირის პალიტრა

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” "აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას, ლი შანფუმ აღნიშნა, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” "აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის.

ამასთან, ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო ხომალდების ტაივანის სრუტეში ყოფნა მაგალითია იმისა, რომ ვაშინგტონი რეგიონში ქაოსს ქმნის.

“ისინი [ამერიკული სამხედრო ხომალდები] აქ არიან პროვოკაციისთვის“, - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"