"რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული" - რას წერს დიტო სამხარაძე - კვირის პალიტრა

"რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული" - რას წერს დიტო სამხარაძე

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რომ­ლებ­შიც ასა­ხუ­ლია თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს­კორ­ტად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რუ­სუ­ლი ნომ­რე­ბით. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ რამ­ზან კა­დი­რო­ვის გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რე­ბი 2 ივ­ნის­საა გა­და­ღე­ბუ­ლი ტა­ბახ­მე­ლა­სა და ბა­თუმ­ში.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ლარ­სი­დან შე­მო­ვიდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით თურ­ქეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს. უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ეს­კორ­ტით, თუმ­ცა ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, საქ­მე ეხე­ბო­დეს რამ­ზან კა­დი­როვ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ჩე­ჩენ ბიზ­ნეს­მენს.

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წევ­რი, დიტო სამ­ხა­რა­ძე აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­შირ­დე­ბით პოსტს ავ­რცე­ლებს:

"რაც გა­ვარ­კვიე, ერთი სა­ერ­თო აქვს ნა­ცე­ბის მიერ ვი­ნო­კუ­რო­ვის შემ­თხვე­ვა­ში და დღეს აწე­ულ თე­მებს:

თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს შე­მოს­ვლი­სას რამე შე­ფერ­ხე­ბა შე­ექ­მნე­ბო­და, ნა­ცე­ბი ატე­ხავ­დნენ ყვი­რილს, რომ ან­ტი­პუ­ტი­ნისტ ვი­ნო­კუ­როვს, გროზ­ნოს გა­და­ყე­ნე­ბულ მერს და კა­დი­რო­ვის და­ჭე­რილ ბიზ­ნეს­მენს სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა. როცა მათ არა­ვის პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნა და ეს სცე­ნა­რი ჩა­უ­ვარ­დათ, მერე გახ­დნენ ისი­ნი ლავ­რო­ვის ნა­თე­სა­ვე­ბი და დღეს - კა­დი­რო­ვე­ლე­ბი…

დიახ! რაც ამ ეტაპ­ზე გა­ვარ­კვიე, გროზ­ნოს გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი მერი და კა­დი­რო­ვის მიერ და­ჭე­რი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო ჩა­მო­სუ­ლი და მათ მე­გობ­რე­ბიც ახ­ლდნენ. არც ერთ მათ­განს ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი არ ქონ­და.

სხვა დე­ტა­ლებს მე­სა­ზღვრე ისე­დაც არ არ­კვევს - არ არის ძებ­ნი­ლი და არ აქვს ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მა არა­ვის შე­უქ­მნია, შე­მო­ვიდ­ნენ ტუ­რის­ტე­ბად, ფული და­ხარ­ჯეს და წა­ვიდ­ნენ. დარ­ღვე­ვა რომ რამე ქო­ნო­დათ, არა­ვინ შე­მო­უშ­ვებ­და.

ანუ სი­ნამ­დვი­ლე­ში ისევ ნა­ცე­ბის სა­ზი­ზღა­რი პრო­ვო­კა­ცია და და­ზომ­ბე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტის ყალ­ბი პატ­რი­ო­ტიზ­მია.

ჩეჩ­ნე­ბის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზე­ბი ქონ­დათ აქ მო­წყო­ბი­ლი აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ და ჩვენ­თან ქე­ქა­ვენ სი­სუ­ლე­ლე­ებს, რა უნდა ვე­ლა­პა­რა­კო ამ მარ­თლა მო­ღა­ლა­ტე­ებს

რაც შე­ე­ხე­ბა მათ უზ­რდე­ლო­ბებს - ყვე­ლას დე­დებს მო­ვი­კი­თხავ, ვინც ამ უზ­რდე­ლო­ბის კამ­პა­ნი­ა­შია ჩარ­თუ­ლი"- წერს დიტო სამ­ხა­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში"

ambebi.ge