"ის, რაც არასდროს დამავიწყდება" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია და როგორ აღნიშნა სკუდეტოს მოგება საცოლესთან ერთად?
4 ივნისს, სერია A-ს ბოლო ტურში, "ნაპოლიმ" "სამპდორიას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის დაწყებამდე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს პრიზები გადაეცათ. მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, საუკეთესო თავდამსხმელი ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი, საუკეთესო მცველი კი სამხრეთ კორეელი კიმ მინ-ჯე. მატჩის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ფეხბურთელებს ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები გადასცეს.
მატჩს ქართველი გარემარბის ოჯახის წევრები და საცოლე ნიცა თავაძეც ესწრებოდნენ.
ხვიჩამ ნიცასთან ერთად გადაღებული ფოტო, როდესაც შეყვარებულები სკუდეტოს ჰკოცნიან, "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, წარწერით: "ის, რაც არასდროს დამავიწყდება, მადლობა ყველას და ყველაფერს".
იგივე ფოტო გამოაქვეყნა "ნაპოლის" ოფიციალურმა "ფეისბუქგვერდმა" და "პირველი კოცნა" დაარქვა.
მარადონაზე დღესასწაულის ვიდეოებს და ფოტოებს აქვეყნებს ნიცაც. ნახეთ ფოტოები