ქართველი მილიარდერი "ყაზახური აქცენტით" - მიხეილ ლომთაძე შეცვლილი იმიჯით, შემცირებული ქონებით და კვლავაც განუყრელი წითელი ბოტასებით
ა.წ. თებერვალში ყაზახეთში მცხოვრებმა ქართველმა მილიარდერმა, ყაზახური ბანკის, Kaspi-ის თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ ფორუმზე Digital Almaty ინოვაციური სერვისების მორიგი პრეზენტაცია შეცვლილი იმიჯით გამართა. ის ტრადიციულად შავ პულოვერსა და წითელ ბოტასებში მარტო იდგა სცენაზე და წარადგენდა პრეზენტაციას, თუმცა მილიარდერი ამჯერად წვერმოშვებული, ლამბერსექსუალის იმიჯით წარსდგა მომხმარებლის წინაშე.
შეგახსენებთ, ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის.
Forbes-ის ბოლო მონაცემებით, მისი ქონება შეფასებულია 3,7 მილიარდი დოლარით და იკავებს მილიარდერთა სიის 766- ე პოზიციას. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ, მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველად იყო შეფასებული. Forbes-ის რეალურ დროში გამოვლენილი მილიარდერთა სიაში მან ბიძინა ივანიშვილსაც გადაუსწრო და 596-ე ადგილს იკავებდა - 5.1 მილიარდი დოლარით, მაგრამ გასულ წელს მისი აქტივების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა ამჟამად ლომთაძის ქონება ისევ იზრდება. ეს კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების მატებას უკავშირდება, რაც გასულ წელს უკრაინის ომიდან გამომდინარე იყო შემცირებული.
მიხეილ ლომთაძის გზა წარმატებამდე, როგორც თვითონ ამბობს, უკიდურესად საინტერესო, თუმცა რთულიც იყო...
მომავალი ბიზნესმენი 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, ნუგზარ ლომთაძე 25 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილი ამბობს, რომ ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომაც მისთვის ახალ ადგილას ფეხის მოკიდება მოზრდილობისას უკვე აღარ იყო რთული.
მამას სურდა შვილს ტექნიკური განხრით ესწავლა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა მის ასეთ დიდ წარმატებას.
ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად, საქართველოში, უფრო ზუსტად კი ბათუმში ცხოვრობს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები