"აივანზე ნახეს გარდაცვლილი..." - ერთ-ერთი პირველი ქალი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული აშშ-ში გარდაიცვალა
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ.
"აივანზე ნახეს გარდაცვლილი, სამწუხაროდ. გულის უკმარისობას ვარაუდობენ, მაგრამ ისედაც ჰქონდა ჯანმრთელობაზე პრიბლემა და თავსაც არ უფრთხილდებოდა“ - წერს ოჯახის ახლობელი.
ქალბატონ ლიას საქართველოში კარგად იცნობდნენ, წლების წინ ის, ერთ-ერთი პირველი ქალი პატრული გახლდათ. 2013 წელს კი საქართველო დატოვა და საცხოვრებლად შტატებში გადავიდა. მანამდე კი იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის სამახსოვროდ ცეცხლსასროლი იარაღით დაასაჩუქრა.
მაიორი ლია პარკაული 1987 წლიდან 2013 წლის 8 ოქტომბრამდე შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მსახურობდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში იგი საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. გამოცდილმა პოლიციელმა საქართველოს შს სამინისტროს უწყებიდან წასვლა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის გაგრძელების მიზნით გადაწყვიტა.
ქვეყნის დატოვებამდე გაზეთ "ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ FBI-ში, აპირებდა მუშაობის დაწყებას. გააგრძელეთ კითხვა