“ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა - რა ხდება სავაჭრო ცენტრში? - კვირის პალიტრა

“ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა - რა ხდება სავაჭრო ცენტრში?

“ისთ ფოინთში“ ევაკუაცია მიმდინარეობს-საინფორმაციო ცენტრში შეტყობინება დაფიქსირდა, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. ამის შესახებ „ისთ ფოინთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც სავაჭრო ცენტრში აღნიშნავენ, მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობენ.

“ისთ ფოინთის” საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია.

შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები.

სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.