თათია შარანგიას გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში - ცნობილი სტუმრები და პატარძლის ულამაზესი კაბა: ფოტოები ცერემონიიდან - კვირის პალიტრა

თათია შარანგიას გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში - ცნობილი სტუმრები და პატარძლის ულამაზესი კაბა: ფოტოები ცერემონიიდან

პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია ჯარ­ჯი თო­რა­ძე­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­და. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია კი დღეს, 5 ივ­ნისს, თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­მარ­თა.

შა­რან­გი­ამ და თო­რა­ძემ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მცხე­თა­ში, "მა­რა­ნი ჰოლ­ში“ გა­და­ი­ხა­დეს. ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ჯარ­ჯი თო­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საყ­ვა­რელ ქალს და­ბა­დე­ბის დღე შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მი­უ­ლო­ცა:

"დღეს ჩემ­თვის და­ი­ბა­და ადა­მი­ა­ნი. მად­ლო­ბა უფალს, რომ ყვე­ლა გზა გაგ­ვა­ტა­რა და ერ­მა­ნეთს მერე შეგ­ვახ­ვედ­რა. გი­ლო­ცავ თათი და ვუ­ლო­ცავ ჩემ თავს რომ მყავ­ხარ და ჩემი ხარ და ჩემ­თვის ხარ. მიყ­ვარ­ხარ უკი­დე­გა­ნოდ და უსას­რუ­ლოდ “წყვილ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სტუმ­რე­ბი რეს­ტო­რან­ში მი­ი­ღო. შა­რან­გია-თო­რა­ძის ქორ­წილს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

sharangiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa-1685991648.png

მათ შო­რის, დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე, ცნო­ბი­ლი დერ­მა­ტო­ლო­გი, ქე­თე­ვან ხიშ­ტო­ვა­ნი, ექი­მი სოფო ჯა­ფა­რი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია, პო­ლი­ტი­კოს გი­ორ­გი ვა­შა­ძის მე­უღ­ლე, ქეთი სი­ჭი­ნა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ათწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, თა­თია შა­რან­გია მე­უღ­ლეს, სან­დრო შე­ლი­ას და­შორ­და, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ვაჟი ჰყავს. მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი ჯარ­ჯი თო­რა­ძეა.

ეს თა­თი­ას­თვის მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაა. პირ­ვე­ლად ის ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვილ­ზე, ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მათი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სამ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან თა­თი­ას ჰყავს ორი შვი­ლი, ედუ­არ­დი და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჯარ­ჯი თო­რა­ძეს, მას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს.