"რუსები ზღვაში ნასვამები შედიან და მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ჩვენი მაშველები ცდილობენ" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში და ადგილობრივების საყვედური რუსებს - კვირის პალიტრა

"რუსები ზღვაში ნასვამები შედიან და მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ჩვენი მაშველები ცდილობენ" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში და ადგილობრივების საყვედური რუსებს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი ჯერ არც კი და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ ზღვა­ში სამი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. სა­მი­ვე მათ­გა­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­მი­ვე მათ­გა­ნი წყალ­ში ნას­ვა­მი ჩა­ვი­და...

მო­სახ­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მი­მარ­თავს, მი­ი­ღოს ზო­მე­ბი ნას­ვა­მი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, რათა მათ გა­დარ­ჩე­ნას კა­პი­კებ­ზე მო­მუ­შა­ვე ახალ­გაზ­რდა მაშ­ვე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე არ შე­ე­წი­როს, რომ­ლე­ბიც ზღვა­ში ხში­რად სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბის გა­რე­შე ჩა­დი­ან, რად­გან ის არ აქვთ.ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ იცა­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, არას­დროს ფრთხი­ლო­ბენ, არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მათ რჩე­ვებს, ზღვა­ში შეს­ვლის ან კა­ნი­ონ­ზე ყოფ­ნი­სას. ცდი­ლო­ბენ ისეთ ად­გი­ლებ­ში გა­და­ი­ღონ ფოტო თუ ვი­დეო, რომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნონ, ზღვა­ში უმე­ტე­სად ნას­ვა­მე­ბი შე­დი­ან, ძლი­ე­რი ღელ­ვი­სას, ან თუნ­დაც შტორ­მის დროს და იღუ­პე­ბი­ან.

"მათი ახ­ლობ­ლე­ბი კი, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, აფხა­ზე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბას იწყე­ბენ - თუ რამ­დე­ნად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სებს, რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა ძვე­ლი, დან­გრე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს არ სურთ წინსვლა, გან­ვი­თა­რე­ბა, პროგ­რე­სი, მაგ­რამ უნ­დათ მხო­ლოდ შე­მო­სა­ვა­ლი" - მი­აჩ­ნი­ათ მათ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რი­წის პარკთან, იუპ­შა­რის კა­ნი­ონ­ში რუსი ტუ­რის­ტი ჩა­ვარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. 27 წლის ტუ­რის­ტი იქ "უა­ზის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით, კა­ნი­ონ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც მან­ქა­ნა მო­წყდა და ქვებ­ზე და­ე­ხეთ­ქა.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის ცხედ­რის ამო­საყ­ვა­ნად 15 სა­ათ­ზე მეტი დას­ჭირ­და... "და­ღუ­პუ­ლი 1996 წელს, ქა­ლაქ პენ­ზა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ვლა­დის­ლავ ვიშ­ნი­ა­კო­ვი აღ­მოჩ­ნდა" - ნათ­ქვა­მია abkhaz-auto.ru-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ხრამ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ნა­ხეს და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რიც გა­მო­ი­ძა­ხეს. ად­გილ­ზე მის­ვლის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში 28 წლის ქალი, ალ­ბი­ნა კო­პე­ე­ვაც იმ­ყო­ფე­ბო­და... გააგრძელეთ კითხვა