როგორ გამოიყურება მიხეილ მესხის სახელობის განახლებული სტადიონი, რომლის რეაბილიტაცია 32 მილიონი დაჯდა - სტადიონი პრემიერმა დაათვალიერა (ფოტოები) - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება მიხეილ მესხის სახელობის განახლებული სტადიონი, რომლის რეაბილიტაცია 32 მილიონი დაჯდა - სტადიონი პრემიერმა დაათვალიერა (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, რო­მე­ლიც უე­ფას მე-4, უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ი­საა.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ მთავ­რო­ბის მე­თა­ურს დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნო გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სტა­დი­ონ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლერი ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და­ვით მუ­ჯი­რი და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი და­ვით ტა­ბი­ძე.

კა­პი­ტა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გად, თა­ვი­დან მო­ე­წყო სა­ინ­ჟინ­რო სის­ტე­მე­ბი - გაგ­რი­ლე­ბის, გათ­ბო­ბის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, წყა­ლა­რი­ნე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის. სტა­დი­ო­ნი აღ­ჭურ­ვი­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სივ­რცით, რო­გო­რი­ცაა სივ­რცე­ე­ბი სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, ოპე­რა­ტო­რე­ბის­თვის, კო­მენ­ტა­ტო­რე­ბის­თვის და მატ­ჩის მსვლე­ლო­ბა­ში, გა­შუ­ქე­ბა­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის­თვის.

და­მონ­ტაჟ­და გახ­მო­ვა­ნე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი სის­ტე­მე­ბი, ახა­ლი სკა­მე­ბი, ელექტრო­ნუ­ლი ტურ­ნი­კე­ტე­ბი, ლედ­სა­რეკ­ლა­მო კედ­ლე­ბი და სხვ. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ შე­ად­გი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 32.7 მი­ლი­ო­ნი ლარი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უე­ფას, 21 წლამ­დე ნაკ­რებ­თა, ევ­რო­პის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ღირ­სე­უ­ლად ჩა­სა­ტა­რებ­ლად აშენ­და და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და 10 ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექტს. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის 115 მი­ლი­ო­ნი ლარი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­მო­ყო. გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლი­სის მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნი­სა და ქუ­თა­ი­სის რა­მაზ შენ­გე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. გა­მო­იც­ვა­ლა ბა­ლა­ხის სა­ფა­რი და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე და 3 საწ­ვრთნელ-სა­თა­და­რი­გო სტა­დი­ონ­ზე თბი­ლის­ში, ასე­ვე 1 საწ­ვრთნელ-სა­თა­და­რი­გო სტა­დი­ონ­ზე სა­გუ­რა­მო­ში. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები