"გაცნობის დღიდან ვაღმერთებ და მისი ღიმილიც მადნობს. ჯორჯს 35 წლის ასაკში შევხვდი და ძალიან მალე მივხვდი, რომ მის გარეშე ძილიც აღარ შემეძლო, მისი არყოფნა მოსვენებას მიკარგავდა" - კვირის პალიტრა

"გაცნობის დღიდან ვაღმერთებ და მისი ღიმილიც მადნობს. ჯორჯს 35 წლის ასაკში შევხვდი და ძალიან მალე მივხვდი, რომ მის გარეშე ძილიც აღარ შემეძლო, მისი არყოფნა მოსვენებას მიკარგავდა"

"ჯორჯს 35 წლის ასაკში შევხვდი და ძალიან მალე მივხვდი, რომ მის გარეშე ძილიც აღარ შემეძლო, ჯორჯის არყოფნა მოსვენებას მიკარგავდა. ხუთი წლის შემდეგაც კი არაფერი შეცვლილა, ის ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც გაცნობის დღიდან ვაღმერთებ და რომლის ღიმილიც დღემდე მადნობს. ჩემო სიყვარულო, შენთან ის სიყვარული ვიპოვე, რომლის არსებობისაც ყოველთვის მჯეროდა. შენი ყურება ჩვენს შვილებთან, ელენთან და ლექსანერთან ერთად, ცხოვრების საუკეთესო მომენტია. ვამაყობ შენით, ჩემო სიყვარულო და როდესაც ჩვენი შვილები გაიაზრებენ, როგორი საუკეთესო ხარ და რას აკეთებ ჩვენთვის, ისინიც ისე იამაყებენ შენით, როგორც ახლა - მე", - ამალ კლუნი.

1430753536-september-29-2014-zoom-1686051917.jpg

ამაღელვებელია იდგე სცენაზე, მეუღლეს მილიონობით ადამიანის თვალწინ უყურებდე და ამ სიტყვებს ეუბნებოდე, თუმცა სიყვარული ხომ წარმოუდგენელ ნაბიჯებს გვადგმევინებს და იმას გვაკეთებინებს, რისი გაბედვაც გვიჭირს!

ამჯერად კლუნებზე უნდა გიამბოთ, ჯორჯისა და ამალის სიყვარულზე, რომელიც ზღაპრული ამბის რეალური ანალოგია. „ჩვენ არასდროს ვლაპარაკობდით ქორწინებაზე, უბრალოდ, ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთ დღეს მას მოულოდნელად შევთავაზე ცოლობა. პასუხის გასაცემად დიდი დრო დასჭირდა, 20 წუთი მუხლმოდრეკილი ვიდექი და მან საბოლოოდ მითხრა: კი", - ამბობს ჯორჯი CBS-თან საუბრისას. ხელის თხოვნიდან 5 თვეში ჯორჯი და ამალი დაქორწინდნენ, ქორწილი იტალიაში გადაიხადეს, ყველაფერი თეთრ და მწვანე ფერებში იყო გაწყობილი, საქორწილო სუფრა და სივრცე ვარდებით და პიონებით მორთეს. კლუნების გზა ქორწილამდე სწორედ იტალიაში, კომოს ტბაზე, 2013 წელს დაიწყო და ზღაპრული სცენარით განვითარდა.

george-clooney-amal-alamuddin-photos-april-2014-1686051962.jpg

2013 წელს, ჯორჯის და ამალის შეხვედრიდან რამდენიმე თვეში, ჰოლივუდი ახალ წყვილზე ალაპარაკდა. მომხიბვლელი ამალი კინოინდუსტრიის სიმპათიურ მსახიობთან რამდენჯერმე შეამჩნიეს, თუმცა ამბავი მათ ერთად ყოფნას არ ადასტურებდა. რთულია, ჟურნალისტებს რამე გამოაპარო, გაცნობიდან რამდენიმე თვეში, წყვილი ლონდონის ქუჩებში შენიშნეს და მათი რომანიც გასაჯაროვდა. 2014 წელს, გაცნობიდან ერთ წელში, ნიშნობის ამბავი გახდა ცნობილი, 7 სექტემბერს ახლობლებთან ერთად ჯორჯმა და ამალმა იტალიაში ლამაზი ნიშნობა გადაიხადეს.

photo-1686218215.jpg

კლუნების ფანები მათ უეცარ, ქარივით დაწყებულ სიყვარულს არ იჯერებდნენ.

"მივესალმოთ ბედნიერ წყვილს" - ჟურნალ-გაზეთებში მათი ქორწილის ფოტოებიც გამოჩნდა, 27 სექტემბერს ჟურნალ „ჰელოუს“ გარეკანი ამალმა და ჯორჯმა დაამშვენეს, ფიცი გაცვალეს და ერთად ცხოვრება დაიწყეს. ამალს ოსკარ დე ლა რენტას უმშვენიერესი მაქმანიანი კაბა ეცვა, ჯორჯს კი - არმანის შავი სმოკინგი.

hello-magazine-wedding-1686218117.jpg

2015 წელს, წითელ ხალიჩაზე კლუნების დებიუტიც შედგა, წყვილი ერთად ოქროს გლობუსის რიგით 72-ე დაჯილდოებაზე გამოჩნდა, სადაც პაპარაცების მორიგი დაინტერესება და აჟიოტაჟიც დაიწყო. იწერებოდა, რომ კლუნების წყვილი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი იყო, ამალის დახვეწილი გემოვნება კი გოგოებისთვის მისაბაძი გახდა. 2015 წლის აპრილში პაპარაცებმა კლუნები გადასაღებ მოედანზე შეამჩნიეს, ჯორჯი ნიუ-იორკის ქუჩებში ფილმის გადაღებებში მონაწილეობდა, ამალი კი, როგორც მხარდამჭერი მეუღლე, მთელი თვე აკითხავდა მას.

klunebi-1686218257.jpg

2016 წელს, ამალმა თავისი პირველი ორსულობა ახარა ამერიკას. შეხმატკბილებული წყვილის რომანს, გულშემატკივრების აზრით, სწორედ ეს ახალი ამბავი აკლდა. „არ ველოდით, ვფიქრობდით, თუმცა მოულოდნელი იყო“ - ჯორჯი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოუტყდა ჟურნალისტებს. 2017 წლის ივნისში, კლუნების ოჯახში ტყუპი გოგო-ბიჭი გაჩნდა, ელა და ალექსანდრე კლუნები სიყვარულით სავსე ოჯახს შემოუერთდნენ.

"სანამ ტყუპი გვეყოლებოდა, ვგრძნობდი, რომ ცხოვრებაში იმ ადამიანს შევხვდი, რომლისთვისაც ჩემს ცხოვრებას დავთმობდი, ვგრძნობ, რომ ისიც ასეა. მე გავიცანი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე - ჩემი, საკუთარი. არასდროს მქონია მსგავსი გამოცდილება, თუმცა ახლა ყველაფერი ვიცი", - ამბობს ჯორჯი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბავშვების გაჩენიდან რამდენიმე თვე კლუნები ეკრანებიდან გაქრნენ, ახალი თავგადასავლის გაცნობაში გულშემატკივრებს თავი მოანატრეს, თუმცა "ოსკარს", "ოქროს გლობუსს" და ყველა მნიშვნელოვან დაჯილდოებას ისევ ერთად, ისევ გემოვნებიანად ჩაცმულები უერთდებოდნენ.

1430753424-september-7-2014-zoom-1686051815.jpg

2019 წელს კლუნებმა ქორწინების 5 წლის იუბილე ნიუ-იორკში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს. ბრჭყვიალა საღამოზე პაპარაცებიც შეიპარნენ. იმ საღამოს პრესა წერდა, რომ კლუნების ყველა წვეულება ყოველთვის სიყვარულითაა გაჯერებული.

2021 წელს, ჯორჯი 60 წლის გახდა. კლუნის ერთ-ერთმა მეგობარმა ამალისა და ჯორჯის ქორწინებას ძალიან მყარი უწოდა და ისიც დაამატა, რომ ჯორჯის ბედნიერებას მეგობრებიც გრძნობენ.

george-clooney-1686218531.jpg

„სანამ მას გაიცნობდა, ეჭვობდა, რომ ცხოვრებაში შესაფერის ადამიანს შეხვდებოდა, თუმცა შეხვდა და შემიძლია ვთქვა, არ გადავაჭარბებ, მან ჯორჯი ფეხზე წამოაყენა“.

2022 წლის მარტში ამალ კლუნი „წლის ქალად“ დასახელდა, სტილის, გემოვნებისა და ელეგანტურობის სიმბოლო ნამდვილად გამორჩეულია ჰოლივუდის გარემოცვაში. ჟურნალ "თაიმსის" ნომინაცია არავის გაჰკვირვებია, ამალის სტილის მიმდევართა სიაში მართლაც ათასობით და ათიათასობით ადამიანია გაწევრებული.

1430843452-met-gala-zoom-1686212229.jpg

„ქორწინება შეიძლება იყოს შესანიშნავი. მყავს მეუღლე, მეორე ნახევარი, რომელიც მხარს მიჭერს, მეხმარება, მავსებს და მაცინებს ყოველდღე. წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება ჯორჯის გარეშე, ვგრძნობ, რომ იღბლიანი ვარ, ის სიყვარული ვიპოვე, რომელიც მჭირდებოდა. დედა გავხდი და ახლა ცხოვრებაში ბალანსს მივაგენი, მე ყველანაირ სიყვარულს ვგრძნობ გულში“, - თქვა ამალ კლუნიმ ჟურნალ "თაიმსთან" ინტერვიუში.

„ხელის თხოვნის ცერემონია კატასტროფა იყო, ყველაფერს ვგეგმავდი. დავგეგმე ვახშამი, ბეჭედი უჯრაში შევინახე, დავგეგმე რომანტიკული საღამო, მაგიდაზე სანთელი მედგა, ამალს უნდოდა, რომ აენთო და უჯრისკენ წავიდა, უჯრაში ასანთი ეგულებოდა. უეცრად უჯრაში ბეჭედი დაინახა, ამოიღო და მეუბნება, უი, აქ ბეჭედია, თითქოს ვიღაცას დარჩა იქ. ბეჭდის ასე გამოჩენას არ ველოდი, მეც დრო ვიხელთე მუხლზე დავდექი და სიმღერის დასრულების შემდეგ ვუთხარი, - მისმინე, ნამდვილად მინდა შენზე დაქორწინება, აღარ ვარ ახალგაზრდა და არც ამდენ ხანს შემიძლია მუხლზე გაჩერება, რას მეტყვი? ამალი არ ელოდა, იფიქრა, დიდხანს იფიქრა და ბოლოს მითხრა - კი", - ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჯორჯმა დრიუ ბერიმორის შოუში ხელის თხოვნის რეალური ამბავი გაასაჯაროვა.

photo-1686051980.jpg

ხანდახან ერთი ნათქვამიც კი ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. დღემდე კლუნები ჰოლივუდის სიყვარულის ეტალონებად მიიჩნევიან. ჯორჯი ამალს წითელ ხალიჩაზე ყოველთვის უსწორებს კაბას, ყველა სიტუაციაში ზრუნავს მასზე და დიდ დროს ატარებს შვილებთან. ინტერვიუს ჩაწერისას ისევ ისე აღტაცებით ლაპარაკობს მეუღლეზე, როგორც წლების წინ, თითქოს გოგონა იტალიის ქუჩებში სულ რამდენიმე დღის წინ გაიცნო. საოცარია, მათ თვალებში სიყვარული არ ნელდება, პირიქით - წლებთან ერთად უფრო ძლიერი და მყარი ხდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

წყარო