"ცოტა მსგავსება არის კაბებს შორის და ამაში ცუდი არაფერია, რადგან ანუკი არეშიძე ნამდვილად არის მისაბაძი!" - კვირის პალიტრა

"ცოტა მსგავსება არის კაბებს შორის და ამაში ცუდი არაფერია, რადგან ანუკი არეშიძე ნამდვილად არის მისაბაძი!"

პიანისტი, ტელეწამყვანი თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე ოფიციალურად დაქორწინდნენ. ქორწილის ცერემონია 5 ივნისს, თათიას დაბადების დღეზე გაიმართა. მათ გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში გადაიხადეს. ქორწილს არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო, ყველაზე შთამბეჭდავი კი პატარძლის ულამაზესი კაბა იყო, რომელიც საზოგადოებამ ანუკი არეშიძის საქორწინო კაბას მიამსგავსა...

ჰგავდა თუ არა კაბები და როგორი ტენდენციაა ბოლო დროს საქართველოში, გვესაუბრება მოდის ექსპერტი - დალი ჩიტალაძე...

- პატარძალზე რა გითხრათ, ბრალს პლაგიატობაში ნამდვილად ვერ დავდებ... ორივე ლამაზი, დიდბაფთიანი მოკლე კაბაა. ანუკის და თათიას კაბას რომ ადარებენ, ანუკის კაბა უფრო მასშტაბური იყო, უფრო დიდი ბაფთით, სახელოებიც სხვანაირი. თუმცა ვეთანხმები, რომ იდეა და ბაფთა ანუკის კაბის იყო... თათიასთან ინდივიდუალურობა შეინიშნებოდა, სხვა შტრიხები შეიტანა. თავზე ძალიან ლამაზი რამ ეკეთა, რაც განსხვავებულ ხასიათს ქმნიდა. ფეხსაცმელიც შეცვალა, ცისფერი ფეხსაცმელი ეცვა. ულამაზესი პატარძალი იყო და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ! საიდუმლო არ არის, რომ ყველა გოგოს სურს თავის ქორწილში განსაკუთრებულად ლამაზი იყოს. თუ რატომ ჩაიცვა პატარძალმა დაახლოებით ისეთი კაბა, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ...

tatia-1686060138.jpg

anuk-1686060118.jpg

ყოველთვის არსებობს ინსპირაცია, უკვე არსებული რამ, შენც გაიმეორო. ამიტომაც მივესალმები იმას, რომ ანუკი არის იმის მაგალითი, რომ სხვა პატარძალსაც მოუნდა დაახლოებით ისეთი კაბა ჩაეცვა... ყველა ადამიანი რაღაცისგან იღებს ინსპირაციას და ანუკი არის მისაბაძი, მას საუცხოო გემოვნება აქვს. ზუსტად იცის, სად როგორ უნდა გამოჩნდეს საჯარო ადგილებში! არ არის გასაკვირი, რომ თათიასაც მოეწონა ის დიდი ბაფთა და მოკლე კაბა...

anukaa-1686060666.jpg

ყველაზე მეტად ბაფთებს შორის იყო მსგავსება. ზუსტად იგივე კაბა რომ ჩაეცვა, მაშინ ვიტყოდი, რომ ფანტაზია არ აქვს, მაგრამ განსხვავებული და საინტერესო შტრიხები ჰქონდა.

imagetools0-76641-1686060313.jpg

- მოკლე და ასეთი სტილის საქორწილო კაბაზე რას იტყვით?

- რა თქმა უნდა, ლამაზია და თანამედროვე... ყველას არ უნდა დიდი თეთრი კაბა. რა საჭიროა ყველას ისეთი ეცვას?!

sharangiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa-1685991454.png

- სტუმრებს შორის ვისმა ჩაცმულობამ მოგხიბლათ?

- ლამაზი ექიმის, დერმატოლოგის - ქეთი ხიშტოვანის. ძალიან ლამაზი ჟოლოსფერი კაბა ეცვა და ვერცხლისფერი ფეხსაცმელი. გამორჩეულად მოხდენილად იყო.

anuka-kaxa-1686060176.jpg

ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, სხვა ტენდენცია წამოვიდა... მეც ქორწილში თუ მპატიჟებენ, ლუქის შესახებ საგანგებოდ ვფიქრობ, სხვაგან რომ არ მცმია, ისეთი ჩავიცვა. თეთრი რომ არ უნდა ჩაიცვა, ეგ ისედაც ცხადია! სირცხვილია, არ შეიძლება! წესია, პროტოკოლი, რომ თეთრი კაბა მხოლოდ პატარძალს უნდა ეცვას! თუმცა ბევრჯერ მინახავს ქორწილებში სხვებიც თეთრი კაბებით მოსული...

რაც შეეხება ამ ქორწილს, ძალიან ლამაზი, მხიარული და სასიამოვნო ქორწილი იყო!

(სპეციალურად საიტისთვის)