დატბორილი სახლები, ეზოები, ვენახები და პარალიზებული ქუჩები - კახეთში სტიქიას ებრძვიან - კვირის პალიტრა

დატბორილი სახლები, ეზოები, ვენახები და პარალიზებული ქუჩები - კახეთში სტიქიას ებრძვიან

ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გა­ვაზ­ში სტი­ქი­ას ებ­რძვი­ან.ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად მდი­ნა­რე ფატ­მა­სუ­რი ადიდ­და. სო­ფელ­ში და­იტ­ბო­რა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ეზო­ე­ბი და ვე­ნა­ხე­ბი, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი და სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სახ­ლე­ბის დატ­ბორ­ვა არა­სა­თა­ნა­დოდ გაწ­მენ­დილ­მა სა­ნი­აღ­ვრე არ­ხებ­მა გა­მო­იწ­ვია.

"2010 წლი­დან არ გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლა სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი და ამან გა­მო­იწ­ვია, ვერ გა­ა­ტა­რა ჭარ­ბი წყა­ლი. მინ­დვ­რი­დან და სა­ვარ­გუ­ლე­ბი­დან მო­დის, სა­ა­თე­ბი რომ გა­დის, ემა­ტე­ბა და არ აკ­ლდე­ბა. ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ფაქ­ტობ­რი­ვად წყალ­ში ვართ" - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ფატ­მა­სუ­რი ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა - იგი 2016 წელ­საც ადიდ­და და მრა­ვა­ლი ოჯა­ხი და­ა­ზა­რა­ლა.