"აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა Georgian Airways-ის მომსახურებაზე მასობრივი უარის თქმა დაიწყეს" - რას წერს "უნიანი"
მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია განაახლა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მომსახურებაზე მასობრივი უარის თქმა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალება "უნიანი“ წერს.
სააგენტოს მიხედვით, რუსული მედიის ცნობით, რუსები უჩივიან "გაბერილ ფასებს“, რომელიც ქართულმა გადამზიდავმა Georgian Airways-მა დააწესა.
"ახლა რუსებისთვის საქართველოში ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 60 ათასი რუბლიდან იწყება“, - წერს გამოცემა.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავები არ ივსება, რადგან ტურისტები თბილისში სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გავლით მანქანით მგზავრობას ამჯობინებენ. გააგრძელე კითხვა