"პირველად გავმართავ ისეთ სოლო კონცერტს, რომელზეც მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი" - რას წერს ნუცა ბუზალაძე? - კვირის პალიტრა

"პირველად გავმართავ ისეთ სოლო კონცერტს, რომელზეც მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი" - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც აშშ-დან სულ ახლახან დაბრუნდა და უკვე მოასწრო ბათუმში კონცერტში მონაწილეობის მიღება, ამჯერად ახალ, სოლო კონცერტს აანონსებს და ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომხმარებლებს უზიარებს:

"ჩემო ძვირფასებო, American Idol-ის შემდეგ, გეპატიჟებით ჩემს პირველ სოლო კონცერტზე!

30 ივნისს, ბათუმში პირველად გავმართავ ისეთ სოლო კონცერტს, რომელზეც მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი რომ მქონოდა...

გელოდებით ყველას, მიყვარხართ"