სილქნეტის ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა სმარტის მარკეტებში შეგეძლებათ! - კვირის პალიტრა

სილქნეტის ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა სმარტის მარკეტებში შეგეძლებათ!

დღეიდან სილქნეტის ახალი ნომრის შეძენას სპეციალური პირობით, უახლოეს სუპერმარკეტში შეძლებთ. SIM ბარათების პირველი სტენდი სმარტის ქსელში განთავსდა. SIM ბარათის გააქტიურებისას მომხმარებელი სასურველ პაკეტსაც შეარჩევს.

შეთავაზებული იქნება ორი კომბინაცია:

ერთკვირიანი პაკეტი: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო SMS, 30 წუთიანი სასაუბრო დრო - 15₾

ერთთვიანი პაკეტი: 300 MB; 1000 SMS; 150 წუთიანი სასაუბრო - 5₾

პაკეტის ჩასართავად საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვებ გვერდზე www.silknet.com/yoursim აქტივაციისას, აბონენტს მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება ორდერი და სააბონენტო ხელშეკრულება.

პირობებზე დათანხმებისთანავე, მომხმარებელი მიიღებს ქსელში ჩართვის შეტყობინებას.

სილქნეტის მობილური ქსელის ახალი ნომრის შეძენა, ქვეყნის მასშტაბით, სმარტის ნებისმიერ მარკეტშია შესაძლებელი.

R