"ვაგონში 3-4 ადამიანი ვისხედით ქართულად მოლაპარაკე, დანარჩენები - სასმელებით გამობრუჟული მეზობლები! ერთი ახალგაზრდა მეუბნება, რა გინდა, რუსები აქ ფულს ხარჯავენო" - რას წერს გია ნაცვლიშვილი? - კვირის პალიტრა

"ვაგონში 3-4 ადამიანი ვისხედით ქართულად მოლაპარაკე, დანარჩენები - სასმელებით გამობრუჟული მეზობლები! ერთი ახალგაზრდა მეუბნება, რა გინდა, რუსები აქ ფულს ხარჯავენო" - რას წერს გია ნაცვლიშვილი?

მუ­სი­კო­სი, კვარ­ტეტ "ოთხი გიას" წევ­რი გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გუ­შინ მა­ტა­რე­ბელ­ში გა­დახ­დე­ნილ ის­ტო­რი­ა­ზე წერს.

მისი თქმით, ბა­თუ­მი­დან წა­მოს­ვლი­სას ვა­გონ­ში 3-4 ადა­მი­ა­ნის გარ­და, ყვე­ლა რუსი იყო.

"გუ­შინ მა­ტა­რებ­ლით ჩა­მო­ვე­დი ბა­თუ­მი­დან და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, სა­კუ­თარ სახ­ლში თავი უცხო­ე­ლად მო­მეჩ­ვე­ნა! ვა­გონ­ში მხო­ლოდ 3-4 ადა­მი­ა­ნი ვი­ჯე­ქით ქარ­თუ­ლად მო­ლა­პა­რა­კე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი... ნარ­კო­ტი­კე­ბით და სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბით გა­მობ­რუ­ჟუ­ლი, უზ­რდე­ლი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლე­ბი გახ­ლდნენ!!! ვერ გა­ი­გებ­დით, ვინ ქალი იყო და ვინ კაცი, ვინ ვის ეჯდა კალ­თა­ში...

ვა­გო­ნი­დან გა­ვე­დი, გამ­ცი­ლე­ბე­ლი (ახალ­გაზ­რდა კაცი) მა­შინ­ვე მიხ­ვდა ჩემი გას­ვლის მი­ზეზს და გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, მა­ნაც გა­ი­ზი­ა­რა ჩემი აღ­შფო­თე­ბა და უა­რე­სე­ბი მო­მიყ­ვა! ამ დროს, ვი­ღაც 30 წლამ­დე ახალ­გაზ­რდა მო­მი­ახ­ლოვ­და და მე­უბ­ნე­ბა: ბი­ძა­ჩე­მო, რა გინ­და ამ რუ­სე­ბის­გან, ჩა­მო­დი­ან, ფულს ხარ­ჯა­ვენ და "გუ­ლა­ო­ბე­ნო". "კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი" პა­სუ­ხი კი გა­ვე­ცი, მაგ­რამ... სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე იაზ­როვ­ნე­ბენ, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა!!!" - წერს ნაც­ვლიშ­ვი­ლი.