"ვერა ვონგის" მაღაზიაში შევედით, ეს იყო პირველივე კაბა, რომელიც ჩავიცვი...არ მიყვარს ფუშფუშა კაბები" - თაკო ნაცვლიშვილი ქორწილის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე - კვირის პალიტრა

"ვერა ვონგის" მაღაზიაში შევედით, ეს იყო პირველივე კაბა, რომელიც ჩავიცვი...არ მიყვარს ფუშფუშა კაბები" - თაკო ნაცვლიშვილი ქორწილის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე

მო­დე­ლი თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი იტა­ლი­უ­რი ქორ­წი­ლის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. "იმე­დის შუ­ა­დღეს“ სტუმ­რობ­და, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ რო­გორ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი ვერა ვონ­გის დი­ზა­ი­ნით შექ­მნილ სა­ქორ­წი­ლო კა­ბა­ზე

თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი:- მი­ლან­ში გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ გაგ­ვევ­ლო და კა­ბე­ბი დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. უკვე ქორ­წი­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დე­ბი. "ვერა ვონ­გის" მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დით და ეს იყო პირ­ვე­ლი­ვე კაბა, რო­მე­ლიც ჩა­ვიც­ვი და მო­მე­წო­ნა. ისე მო­მე­წო­ნა, რომ სხვე­ბი რაც შემ­დეგ ჩა­ვიც­ვი, თით­ქოს ისე არ მიხ­დე­ბო­და, რო­გორც პირ­ვე­ლი კაბა. თან არ მიყ­ვარს ფუ­შფუ­შა კა­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს კა­რი­ე­რას, ახლა ვა­პი­რებ მი­ლან­ში წას­ვლას,ჩემი სა­ა­გენ­ტოა "ნექსთი.“ იქ მივ­დი­ვარ ერთი თვით. შემ­დეგ სექ­ტემ­ბრი­დან ლონ­დონ­ში მაქვს და­გეგ­მი­ლი წას­ვლა, გა­და­ღე­ბე­ბი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის და ბრენ­დე­ბის­თვის.

ერთი წლის წინ და­ვი­წყე ეკო­მე­გობ­რუ­ლი საც­ვლე­ბის ბიზ­ნე­სი. ჩვენ ვი­ყე­ნებთ გა­და­მუ­შა­ვე­ბულ და ნარ­ჩენ ქსო­ვი­ლებს, ადრე მო­დის სახ­ლე­ბი წვავ­დნენ ამ ნარ­ჩე­ნებს.

რო­დე­საც ბრენ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, პირ­ვე­ლი რაც მინ­დო­და გა­მეთ­ვა­ლი­წი­ნე­ბი­ნა, ეს იყო ეთი­კუ­რი და ეკო­მე­გობ­რუ­ლი წარ­მო­ე­ბა", - ამ­ბობს თაკო.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები