"ის იხსნის სათვალეს და მსურველებს ფოტოს გადაღების საშუალებას აძლევს... ამ დროს მამამისს თვალები უცრემლიანდება" - რას წერს ბერძენი ჟურნალისტი, რომელიც "კვარას" აეროპორტში შეხვდა - კვირის პალიტრა

"ის იხსნის სათვალეს და მსურველებს ფოტოს გადაღების საშუალებას აძლევს... ამ დროს მამამისს თვალები უცრემლიანდება" - რას წერს ბერძენი ჟურნალისტი, რომელიც "კვარას" აეროპორტში შეხვდა

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მსოფ­ლი­ო­ში იც­ნო­ბენ. ის არა მხო­ლოდ ქარ­თველ და ნე­ა­პო­ლელ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის კერ­პად იქცა, არა­მეს ფეხ­ბურ­თელ­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მე­დი­ე­ბიც წე­რენ. ბერ­ძნუ­ლი OneMan-ის ჟურ­ნა­ლის­ტი აკის კა­ცუ­და­სი აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ყვე­ბა ის­ტო­რი­ას იმა­ზე, თუ რო­გორ იმ­გზავ­რა თვითმფრი­ნა­ვით ხვი­ჩას­თან ერ­თად ნა­პო­ლი-სტამ­ბო­ლის რე­ის­ზე.

სტა­ტია იწყე­ბა იმით, რომ ნე­ა­პოლ­ში მყოფ ბერ­ძენ ჟურ­ნა­ლისტს ათე­ნის პირ­და­პირ რე­ის­ზე აე­რო­პორ­ტში მის­ვლა და­აგ­ვი­ან­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სამ­შობ­ლო­ში იმა­ვე დღეს და­საბ­რუ­ნებ­ლად, სტამ­ბო­ლის გავ­ლით გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო.

აკის კა­ცუ­და­სი:

- გა­იღ­ვი­ძე... დროს შევ­ხე­დე და დი­ლის 6:32 სა­ა­თია. ნე­ა­პო­ლი­დან ათე­ნის რე­ი­სი ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში გა­დის და მე კი ისევ სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში, სა­წოლ­ში ვწე­ვარ. რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ მო­ვა­ხერ­ხე და­ჯავ­შნა, რომ სამ­შობ­ლო­ში იმა­ვე დღეს, შე­ა­დღეს გავმგზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.

აშ­კა­რად აჟი­ტი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ კვი­რა სა­ღა­მო­დან ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი, ნე­ა­პოლ­ში სა­სე­ირ­ნოდ გავ­დი­ვარ. ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში დიდი მოძ­რა­ო­ბაა. იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან იტა­ლი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა, რათა ენა­ხათ ნე­ა­პო­ლი­ტა­ნელ­თა ზე­ი­მი 33 წლის შემ­დეგ მე­სა­მე სკუ­დე­ტოს მო­გე­ბის­თვის.

ქუ­ჩებ­ში სი­ჩუ­მეა. სა­ვა­რა­უ­დოდ ხალ­ხს კი­დევ სძი­ნავს. ქა­ლა­ქის ცენ­ტრამ­დე მი­ვაღ­წიე, სწრა­ფად ვსა­უზ­მობ და ისევ ვი­წყებ სი­ა­რულს. გა­მორ­ჩე­უ­ლია ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით სუ­რა­თე­ბი, დრო­შე­ბი და მა­ი­სუ­რე­ბი. და რო­გორ არ უნდა იყოს? ნა­პო­ლის ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სე­რია A-ს MVP და­სა­ხელ­და, მისი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 100 მი­ლი­ონ ევ­როს აჭარ­ბებს.

მი­უ­ხე­და­ვად მის მი­მართ ნე­ა­პო­ლი­ტა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა (ზოგი იქამ­დეც მი­ვი­და, რომ მას დი­ე­გო მა­რა­დო­ნას ადა­რებს), ის თავ­მდა­ბალ ადა­მი­ა­ნად რჩე­ბა. ბევ­რს არ სა­უბ­რობს კა­მე­რებ­თან, ხოლო, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნას თავს არი­დებს. სა­ა­თე­ბი გა­დის. აე­რო­პორ­ტში ადრე მივ­დი­ვარ, ამ რე­ის­ზეც ვერ და­ვიგ­ვი­ა­ნებ.

ყვე­ლა შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, სტამ­ბო­ლის რე­ი­სის გა­სას­ვლელ­თან ვარ და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს "ვსქ­რო­ლავ..." რამ­დე­ნი­მე მეტრში ვხე­დავ ახალ­გაზ­რდას კა­პი­უ­შო­ნი­თა და მზის სათ­ვა­ლით. ის ძა­ლი­ან ჰგავს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას, თუმ­ცა მალე ვხვდე­ბი, რომ ის კი არ ჰგავს, მარ­თლაც ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. ვბე­დავ და მივ­დი­ვარ მას­თან სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად. არ მა­ღელ­ვებს, უარს მე­ტყვის თუ არა. ის ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნია.

ჩას­ხდო­მის დრო ახ­ლოვ­დე­ბა. ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ. ერთი დიდი ოჯა­ხია. ძა­ლი­ან მინ­და, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ინ­ტერ­ვიუ არ ვთხო­ვო. "ერთი წუ­თით", - მივ­მარ­თავ მა­მა­მისს, რო­მე­ლიც რო­დე­საც იგებს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, იცი­ნის. ის ხვი­ჩას რა­ღა­ცას ქარ­თუ­ლად ეუბ­ნე­ბა, შემ­დეგ კი ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მპა­სუ­ხობს: "სამ­წუ­ხა­როდ, მას არ შე­უძ­ლია თქვენ­თან სა­უ­ბა­რი. ნა­პო­ლის­გან პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა". მეს­მის მისი.

თვითმფრი­ნავ­ში ჩას­ხდო­მის წინ ბოლო მცდე­ლო­ბას მივ­მარ­თავ. "იცით, ეს ინ­ტერ­ვიუ არ არის, მაგ­რამ ნება მო­მე­ცით, გკი­თხოთ: თუ გახ­სოვთ ის მატ­ჩი, რო­მე­ლიც მუნ­დი­ა­ლის შე­სარ­ჩევ ციკლში სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ა­ტა­რეთ?" (სა­ბერ­ძნე­თი 1:1 სა­ქარ­თვე­ლო) მას ეცი­ნე­ბა და მპა­სუ­ხობს: "დიახ". "შენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყა­ვი", - ვე­უბ­ნე­ბი მე. "დიდი მად­ლო­ბა"... გააგრძელე კითხვა