"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ"- "ჩემი ცოლის დაქალების" ეთერში დაბრუნდების თარიღი ცნობილია - კვირის პალიტრა

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ"- "ჩემი ცოლის დაქალების" ეთერში დაბრუნდების თარიღი ცნობილია

სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ეთერ­ში 7 ივ­ლი­სი­დან დაბ­რუნ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სე­რი­ა­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლი "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში გავა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩცდ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ეთერ­ში არ გა­დი­ო­და. ამის მი­ზე­ზად სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი ფი­ნან­სურ კრი­ზის­საც ასა­ხე­ლებ­და.

რო­გორც ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სერ­მა ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მა­ყუ­რე­ბელს უამ­რა­ვი სი­ახ­ლე ელო­დე­ბა.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, სე­რი­ა­ლი აღ­ვად­გი­ნოთ და მუ­შა­ო­ბას ვი­წყებთ იმის­თვის, რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­ყუ­რე­ბელს და­უბ­რუნ­დეს. ამ­დე­ნი ხანი პა­უ­ზა რომ იყო, ახლა ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან არის ასა­წყო­ბი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ვინ სად არის, რო­გორ არის, - ეს ყვე­ლაფ­რი მო­სა­კი­თხია. მოკ­ლედ, მუ­შა­ო­ბას ვი­წყებთ. რა­ღაც სი­ახ­ლე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. მეტი სხვა სათ­ქმე­ლი არ მაქვს" - აღ­ნიშ­ნა სა­ღი­ნა­ძემ.

AMBEBI.GE