"ნუ შეგეშინდებათ მკვეთრი ნაბიჯების და ნურც მარტოობის... სიყვარული აუცილებლად მოვა ჩვენთან, თუ ეს გრძნობა გვწყურია" - კვირის პალიტრა

"ნუ შეგეშინდებათ მკვეთრი ნაბიჯების და ნურც მარტოობის... სიყვარული აუცილებლად მოვა ჩვენთან, თუ ეს გრძნობა გვწყურია"

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაქორწინდა ჯარჯი თორაძეზე, სოციალურ ქსელში მის ახლობლებს მადლობას უხდის მილოცვისა და მისი ბედნიერების გაზიარებისთვის.

ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია 5 ივ­ნისს, თა­თიას და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­მარ­თა:

"მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ღმერთს! მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, არაჩვეულებრივი მეორენახევრობისთვის.

მადლობა ჩვენს შვილებს, მშობლებს, და-ძმას, ჩვენს ფანტასტიკურ მეგობრებს. მადლობა თქვენ მოლოცვისთვის და ამ სიხარულის გაზიარებისთვის.

ერთხელ ვიბადებით და ამ ცხოვრების მთავარი მიზანი და საზრდო სიყვარული და ამ სიყვარულით გარშემო ადამიანების ტკბობაა.

ნუ შეგეშინდებათ მკვეთრი ნაბიჯების და ნურც მარტოობის, სიყვარული აუცილებლად მოვა ჩვენთან, თუ ეს გრძნობა გვწყურია. მადლობა არ დამელევა…

მიყვარხართ. All you need is LOVE", - წერს შარანგია.

ჯარჯი კი თათიას შესახებ წერდა:

"დღეს ჩემთვის დაიბადა ადამიანი – მადლობა უფალს, რომ ყველა გზა გაგვატარა და ერთმანეთს შეგვახვედრა! გილოცავ, თათი და ვულოცავ ჩემს თავს, რომ მყავხარ და ჩემი ხარ და ჩემთვის ხარ!.. მიყვარხარ უკიდეგანოდ და უსასრულოდ!..".