"ძალიან მეგოიმება, ვაკიდან რომ იწყებენ ხოლმე ყველაფერს" - კვირის პალიტრა

"ძალიან მეგოიმება, ვაკიდან რომ იწყებენ ხოლმე ყველაფერს"

"თით­ქოს რა­ღა­ცას ფა­ფხუ­რობს მე­რია, მაგ­რამ ჯერ ერთი, ძა­ლი­ან გვი­ან და­ი­წყო ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­ი­წყო და მერე ძა­ლი­ან უთავ­ბო­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებს", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი­სა" და რა­დიო " პა­ლიტ­რას" გა­და­ცე­მა­ში "საქ­მე" თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ხალ­ხის ყვე­ლა­ზე დიდ ნა­კადს მეტ­რო ემ­სა­ხუ­რე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის­თვის სწო­რედ მისი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო პრი­ო­რი­ტე­ტი.

"თით­ქოს რა­ღა­ცას ფა­ფხუ­რობს მე­რია, მაგ­რამ ჯერ ერთი, ძა­ლი­ან გვი­ან და­ი­წყო ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­ი­წყო და მერე ძა­ლი­ან უთავ­ბო­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებს. ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს ხომ თა­ვის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბე­ბი და ლო­გი­კა აქვს, სახ­ლს ხომ ვერ აა­შე­ნებ სა­ხუ­რა­ვი­დან, ან პირ­და­პირ კედ­ლე­ბის შე­ნე­ბას ხომ ვერ და­ი­წყებ?! სა­ძირ­კვლი­დან უნდა და­ი­წყო. ჯერ უნდა გა­ი­აზ­რო, უნდა გრძნობ­დე, ხე­დავ­დე სად არის პრობ­ლე­მე­ბი და მერე უნდა და­გეგ­მო გა­მო­სა­ვა­ლი.

მო­დით გა­ვიხ­სე­ნოთ, ვა­კე­ში იყო პირ­ვე­ლი. ჯერ ძა­ლი­ან მე­გო­ი­მე­ბა, ვა­კი­დან რომ იწყე­ბენ ხოლ­მე ყვე­ლა­ფერს, გე­გო­ნე­ბა, ვა­კის გარ­და ხალ­ხი არ ცხოვ­რობ­დეს და იმათ­თვის არ იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა. პირ­ვე­ლი ეც­ნენ და ვაკე და­ხა­ზეს... მე ამის მომ­ხრე ვარ, რომ იხა­ზე­ბა იხილეთ სრულად