"ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ ბიზ­ნე­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?!" - რა პასუხს სცემს კახი კალაძე ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ კითხვას? - კვირის პალიტრა

"ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ ბიზ­ნე­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?!" - რა პასუხს სცემს კახი კალაძე ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ კითხვას?

ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ ბიზ­ნე­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?! - ასე უპა­სუ­ხა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მე­დი­ის კი­თხვას თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის­თვის გა­ცე­მულ სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კა­ლა­ძის თქმით, მას ვე­რა­ვინ და­უ­სა­ხე­ლებს ისეთ პრო­ექტს, რო­მელ­ზეც მე­რი­ამ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გას­ცა.

"და ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ ბიზ­ნე­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?! 2017 წლი­დან ვარ დე­და­ქა­ლა­ქის მერი, თქვენ ვერ მო­მი­ტანთ ვერც ერთ მა­გა­ლითს და ვერც ერთ პრო­ექტს, რო­მელ­ზეც მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ცე­მუ­ლი იქნა და ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. მინ­და ვა­ღი­ა­რო, ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა დი­დუ­ბე­ში იყო, რო­მე­ლიც ჩვე­ნი შეც­დო­მა იყო. ერთ კონ­კრე­ტულ ეზო­ში სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა და ჩვე­ნი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ნე­ბარ­თვა გა­უქ­მე­ბუ­ლი იქნა და ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ყო­ველ­თვის მოქ­მე­დებს ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლა­ქის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, მერ­მა ვაშ­ლი­ჯვრის გზის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი მზად იყო, მაგ­რამ მათ ვაშ­ლი­ჯვრის გზა არ გა­ა­კე­თეს.

"რო­დე­საც ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ცხა­დია, თან ახ­ლავს პრობ­ლე­მე­ბი. რა თქმა უნდა, მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბი, ად­გი­ლე­ბი იყო. მშე­ნებ­ლო­ბის დროს გა­აქ­ტი­ურ­და კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი და პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და, თო­რემ ეს პრო­ექ­ტი წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ში უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს პრო­ექ­ტის სა­ხით გა­კე­თე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მათ ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი და გზა არ გა­ა­კე­თეს, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღეს. იმი­ტომ, რომ იცოდ­ნენ, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი იყო, მაგ­რამ ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის და გზის არ­სე­ბო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თან ახ­ლდა სირ­თუ­ლე­ე­ბი, ეს ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა და მო­წეს­რი­გე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ჩარ­თუ­ლი გვყავ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი, გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და მათ­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტი, დღეს არის ყვე­ლა­ნა­ი­რად უსაფრ­თხო, გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დღეს პარ­ტია "ლე­ლოს“ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა, საბა ბუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გე­ო­დი­ნა­მი­ურ ად­გი­ლას, იქ სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბა ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია, კახა კა­ლა­ძე და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გეგ­მა­ვენ, რომ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ას მის­ცენ. მი­სი­ვე თქმით, დღეს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ურ­ბა­ნულ კო­მი­სი­ა­ზე და­გეგ­მი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა.

"ინტერპრესნიუსი"