მაღალი ტემპერატურის ფონზე, წვიმა, ზოგან ელჭექით, სეტყვა - როგორი ამინდი იქნება საქართველოში - კვირის პალიტრა

მაღალი ტემპერატურის ფონზე, წვიმა, ზოგან ელჭექით, სეტყვა - როგორი ამინდი იქნება საქართველოში

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,

13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.