მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილი მისი ძმისგან შეეძინა - "ის გოგონაა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილი მისი ძმისგან შეეძინა - "ის გოგონაა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს"

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "სტრა­ნა“ წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატს ლიზა იას­კოს შვი­ლი ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა.

"დიახ, ის მი­ხე­ი­ლის შვი­ლია, გო­გო­ნაა, და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი თვის წინ და­ი­ბა­და, მე ვნა­ხე, მი­ხე­ილს ბავ­შვი არ უნა­ხავს", - Strana და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ კო­მენ­ტარს ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1-ლ ივ­ნისს, ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 32 წლის იას­კო წერ­და, რომ დედა გახ­და. ის მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ მისი პირ­ვე­ლი შვი­ლის მამა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, 55 წლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

იას­კო ასე­ვე წერ­და ბავ­შვის უკ­რა­ი­ნულ ფეს­ვებ­ზე და მას მა­მის უკ­რა­ი­ნუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა უწო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ იას­კოს პოს­ტში არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ რო­დის და­ი­ბა­და მისი შვი­ლი, არც სქე­სი და არც ბავ­შვის სა­ხე­ლი უხ­სე­ნე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, რაც ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ღიად არ­ცერ­თი მხა­რე არ ლა­პა­რა­კობ­და.

ლიზა იას­კოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯახს ამ თე­მა­ზე მე­დი­ა­ში კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. არც თა­ვად სა­ა­კაშ­ვილს და­უ­დას­ტუ­რე­ბია სა­ჯა­როდ ბავ­შვის მა­მო­ბა. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძე­სა და მას სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავ­დათ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში წერ­და, თუმ­ცა იქვე აკონ­კრე­ტებ­დნენ, რომ ქალს მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 5 თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. გააგრძელეთ კითხვა