ლევან თედიაშვილმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში მორიგი პრიზი მოიპოვა - "მეოთხე ბრაიტონმა" კასაბლანკას საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი მოიგო - კვირის პალიტრა

ლევან თედიაშვილმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში მორიგი პრიზი მოიპოვა - "მეოთხე ბრაიტონმა" კასაბლანკას საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი მოიგო

ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის ფილ­მის, "მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნის" წარ­მა­ტე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად ფილმმა კა­საბ­ლან­კას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ორი პრი­ზი მო­ი­გო.

კი­ნო­სუ­რა­თი ორ კა­ტე­გო­რი­ა­ში, სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი­სა და სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ებ­ში გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჯილ­დო­ე­ბი ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილ­მა და დიდ­მა ქარ­თველ­მა ფა­ლა­ვან­მა ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღეს. შე­გახ­სე­ნებთ, ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ლევან თე­დი­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ტა­ბი­ძე ას­რუ­ლე­ბენ.

"მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი" - ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის მე­სა­მე მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. ფილ­მი საფ­რან­გეთ­ში გა­მო­უშ­ვა ერთ-ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა ფრან­გულ­მა კი­ნო­სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ამ ARP selection.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მამ "ლე მონდმა" (Le Monde) კულ­ტუ­რის სექ­ცი­ის პირ­ვე­ლი გვერ­დი ფილ­მის რე­ცენ­ზი­ა­სა და ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილს და­უთ­მო.

"ჩვენ შეგ­ვიყ­ვარ­და "მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი", ქარ­თუ­ლი დრა­მა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლაფ­რის­თვის მზად­მყოფ მა­მა­ზე, რო­მელ­საც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს გა­სა­ო­ცა­რი ქა­რიზ­მის მქო­ნე ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი და ასე­ვე ძი­რი­თა­დად, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი. ჯე­იმზ გრე­ის და ძმებ კო­ე­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი გვთა­ვა­ზობს ადა­მი­ა­ნო­ბის, სი­მარ­ტი­ვის, თავ­მდაბ­ლო­ბი­სა და გულ­წრფე­ლო­ბის მარ­გა­ლიტს. გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლია", - წერ­და გა­მო­ცე­მა. (წყარო)