"ბავშვობაში სმენა დამიქვეითდა... ეს ნივთი თითქმის ჩემი სხეულის ნაწილი გახდა"
მარიამ როინიშვილი ტელეკომპანია "იმედის" გადაცემის „ჩემი ჩანთა“ სტუმარი იყო.
კითხვაზე, რა დევს მის ჩანთაში, მარიამმა უპასუხა, რომ ყველა საჭირო ნივთთან ერთად სმენის აპარატიც დააქვს:
„ეს არის ჩემი ყურის აპარატი. ბავშვობაში დამიქვეითდა სმენა. ეს ნივთი თითქმის ჩემი სხეულის ნაწილია. დაძაბული ვარ, როცა თან არ მაქვს და სამღერი მაქვს. პროფესიასთან თუ რამე უნდა დავაკავშირო, ეს ნივთია…“ - ამბობს მარიამი.