"ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები... კანონს ხომ ვერ დავარღვევთ?" - შს მინისტრის მოადგილე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე - კვირის პალიტრა

"ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები... კანონს ხომ ვერ დავარღვევთ?" - შს მინისტრის მოადგილე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე

ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და სა­ზღვრის კვე­თის და­დას­ტუ­რე­ბა არის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა გვაქვს მხო­ლოდ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ შემ­თხვე­ვებ­ში. კა­ნონს ხომ ვერ და­ვარ­ღვევთ? - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შს სა­მი­ნის­ტრო მას სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდის.

და­რახვე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ დე­კა­ნო­ი­ძეს წე­რი­ლით მი­მარ­თეს, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის­თვის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი წარ­მო­ად­გი­ნოს.

"ყვე­ლამ იცით, რას ნიშ­ნავს სა­დე­პუ­ტა­ტო შე­კი­თხვა, მისი პა­სუ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს პარ­ლა­მენ­ტის ვებ-გვერ­დზე და ეს არის აუ­ცი­ლებ­ლად ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა და­მუ­შავ­დეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს პი­რია თა­ნახ­მა ან კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სი ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი. ჩვენ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს მივ­მარ­თეთ წე­რი­ლით, ავუხ­სე­ნით ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო და ვთხო­ვეთ, წარ­მო­ედ­გი­ნათ შე­სა­ბა­მი­სი ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი, რაც მოგ­ვცემ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას თუ ახ­დენს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა და კონ­კრე­ტულ ფაქტს ადას­ტუ­რებს, მა­გა­ლი­თად, სა­ზღვრის კვე­თი­სას, ეს არის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა გვაქვს მხო­ლოდ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ შემ­თხვე­ვებ­ში. კა­ნონს ხომ ვერ და­ვარ­ღვევთ, რაც გვი­წე­რია კა­ნონ­ში, იმის შე­სა­ბა­მი­სად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. ჩვენ ხომ უარი არ გვით­ქვამს? - ვუ­თხა­რით, რომ დაგ­ვი­სა­ბუ­თოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო და ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი. ეს არის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბაც გვაქვს მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ შს სა­მი­ნის­ტროს სა­დე­პუ­ტა­ტო შე­კი­თხვით მი­მარ­თა და მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, რო­დის და სა­ი­დან გად­მოკ­ვე­თეს ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და რამ­დენ თან­მხლებ პირ­თან ერ­თად შე­მო­ვიდ­ნენ ქვე­ყა­ნა­ში. მისი თქმით, უწყე­ბა კი­თხვებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აძ­ლევს.

IPN