"პირველად ვდგავარ კამერის წინ სირცხვილის განცდით. რა დავმართეთ ჩვენს პატარა მოგვირისტებულ ქვეყანას" - რას წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში?
ფლორისტი ზურა შევარნაძე "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გარემოს დაბინძურებაზე წერს:
"პირველად ვდგავარ კამერის წინ სირცხვილის განცდით. რა დავმართეთ ჩვენს პატარა მოგვირისტებულ ქვეყანას, როგორ გავავსეთ ნაგვით და როგორ ვერ ვუვლით. ამაზე ლაპარაკიც სირცხვილია, ჩვენი დაყრილია და ჩვენვე უნდა დავალაგოთ! მადლობა თითოეულს, ვინც ცდილობს გამოიჩინოს ინიციატივა, შეკრიბოს მოხალისეები,ზრუნავს ცნობიერების ამაღლებაზე და ამ სამარცხვინო საქმის მოგვარებაზე" - წერს შევარდნაძე.