"10-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა ლია პარკაული... ღირსეულად დახვდა საპატრულო პოლიცია" - აშშ-ში გარდაცვლილი მაიორი სამშობლოში ჩამოასვენეს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"10-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა ლია პარკაული... ღირსეულად დახვდა საპატრულო პოლიცია" - აშშ-ში გარდაცვლილი მაიორი სამშობლოში ჩამოასვენეს (ვიდეო)

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ლია პარ­კა­უ­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­მო­ას­ვე­ნეს. თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში მას ახ­ლობ­ლე­ბი და ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი დახ­ვდნენ. კად­რებს ად­გი­ლი­დან ჟურ­ნა­ლის­ტი რო­მან ქევ­ხიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

"10 წლი­ა­ნი ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუნ­და ლია პარ­კა­უ­ლი... ღირ­სე­უ­ლად დახ­ვდა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, ეს­კორ­ტმა გა­ა­ცი­ლა შინ პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი.." - წერს ქვე­ხიშ­ვი­ლი.

მა­ი­ო­რი ლია პარ­კა­უ­ლი 1987 წლი­დან 2013 წლის 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე შს სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყოფ­ში მსა­ხუ­რობ­და. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა სს სამ­ძებ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და­ი­წყო (სა­დაც გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და), პრე­ზი­დენ­ტის ეს­კორ­ტში გაგ­რძელ­და და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში ათწ­ლი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რით დას­რულ­და. ბოლო წლებ­ში ის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და და ამ სფე­რო­ში პი­ო­ნე­რი ქალი იყო.

ლია პარ­კა­უ­ლი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბამ­დე იმ­ჟა­მინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მედ­ლით - "20 წელი უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რის­თვის" და­ა­ჯილ­დო­ვა.

გა­მოც­დილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს უწყე­ბი­დან წას­ვლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­წყვი­ტა, 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ნიუ-იორკში გა­და­ვი­და.

რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლალი პარ­კა­უ­ლი ამ­ბობ­და, მის დას ას­თმა აწუ­ხებ­და.

"ის მო­წო­დე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლი იყო. ბოლო დროს ჯან­მრთე­ლო­ბა არ უწყობ­და ხელს, ას­თმა აწუ­ხებ­და, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და ალერ­გი­ულ ფონ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზა­ფხულ-შე­მოდ­გო­მა­ზე უმწვავ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ლი­კას ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ... უბე­დუ­რე­ბა ისაა, სახ­ლში არა­ვინ იყო, რომ მიხ­მა­რე­ბო­და." გააგრძელეთ კითხვა