"მინანია, რომ საზღვარგარეთ არ წავედი... ახლა ხათუნასთან ერთად შეხმატკბილებულად ვცხოვრობ, ჩვენი შვილები გიჟდებიან ერთმანეთზე" - მალხაზ ქვრივიშვილი ოჯახსა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

"მინანია, რომ საზღვარგარეთ არ წავედი... ახლა ხათუნასთან ერთად შეხმატკბილებულად ვცხოვრობ, ჩვენი შვილები გიჟდებიან ერთმანეთზე" - მალხაზ ქვრივიშვილი ოჯახსა და კარიერაზე

"ახ­ლა­ხან ვი­თა­მა­შე "ჰედა გაბ­ლე­რი", 10 ივ­ნისს მაქვს სპექ­ტაკ­ლი "12 გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი". მერე კი მუ­შა­ო­ბას სე­რი­ალ­ზე გა­ვაგ­რძე­ლებ" - გვე­უბ­ნე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი, რომ­ლის­თვი­საც მიმ­დი­ნა­რე თე­ატ­რა­ლუ­რი სე­ზო­ნი რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ხუ­რე­ბა.

ის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის საყ­ვა­რელ კედ­ლებს ხან­გრძლი­ვი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, 2 წლის წინ და­უბ­რუნ­და. რო­გო­რი იყო მის­თვის თე­ატ­რის მიღ­მა ცხოვ­რე­ბა, რას ფიქ­რობს სა­კუ­თარ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­სა თუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე, ამა­ზე AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- მალ­ხაზ, კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი რამ­დე­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ. კმა­ყო­ფი­ლი ხართ, თუ მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და?

- ცხა­დია, კი­დევ ბევ­რის გა­კე­თე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა არ ახა­სი­ა­თებს. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო როლი ითა­მა­შო, მაგ­რამ იქი­დან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი არ­ცერ­თი იყოს ან ითა­მა­შო ერთი, და ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდეს...

- მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას უნდა, რომ სცე­ნა­ზე შექ­სპი­რის ჰამ­ლე­ტი ითა­მა­შოს... თქვე­ნი სა­ოც­ნე­ბო როლი რა იყო?

- მსა­ხი­ო­ბებს, ალ­ბათ, აქვთ სა­ოც­ნე­ბო რო­ლე­ბი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, შექ­სპი­რის პი­ე­სა­ში ითა­მა­შოს. არას­დროს მი­ფიქ­რია, ჰამ­ლე­ტი მე­თა­მა­შა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თან ახ­ლოს იყო. ის თით­ქმის ყვე­ლა­შია, რად­გან კლა­სი­კაა... მას­ში ყვე­ლა ხე­დავს სა­კუ­თარ თავს და სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას... ისე, როლი ბევ­რია, რომ­ლის თა­მა­შიც უნ­დათ. ყვე­ლას სურს, იყოს გმი­რი... ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და უარ­ყო­ფი­თი რო­ლე­ბი, ასე­ვე სა­ხა­სი­ა­თო გმი­რე­ბიც...

- რე­ჟი­სო­რე­ბი ამას თქვენ­ში ვერ ხე­დავ­დნენ?

- რო­გორ არა, თე­ატ­რში რა­ღა­ცე­ბი მაქვს ნა­თა­მა­შე­ვი. უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი არ ვი­ყა­ვით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი კი­ნო­თი და ბევ­რი სე­რი­ა­ლით. პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას მა­შინ შე­ვუ­დე­ქით, რა­საც ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­ლე­ვე მძი­მე 90-იანი წლე­ბი მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც ბევ­რი რამ შე­ა­ფერ­ხა... და­ვამ­თავ­რე დრა­მი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტი, მაგ­რამ თე­ატ­რში მე­ტად ვი­თა­მა­შე და უფრო დიდ­ხანს დავ­ყა­ვი...

2000-ია­ნებ­ში უკვე იმ მხრივ გა­მი­მარ­თლა, რომ სე­რი­ალ­ში მოვ­ხვდი და რამ­დე­ნი­მე წელი კა­მე­რე­ბის წინ ვი­თა­მა­შე. გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე და მა­გარ არ­ტის­ტებ­თან მო­მი­წია პარტნი­ო­რო­ბა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ფილმშიც გა­და­მი­ღეს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სო­რებ­თან, სა­დაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. სა­ერ­თოდ, მსა­ხი­ო­ბი სულ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ხარ და ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. არის აღ­მა­ვა­ლი და დაღ­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დე­ბი. არის დიდი პა­უ­ზაც, არ ვარ უკ­მა­ყო­ფი­ლო, სა­მუ­შაო საკ­მა­რი­სად იყო. თით­ქმის თე­ატ­რში ვცხოვ­რობ­დი, რე­პერ­ტუ­არ­ში ყვე­ლა სპექ­ტაკლში ვი­ყა­ვი. სპექ­ტაკ­ლე­ბი ყო­ველ­დღე ანშლა­გე­ბით მი­დი­ო­და. (გააგრძელეთ კითხვა)