"ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი ასე მოექცა ცოლს, რომელზე ჭკუა ეკეტებოდა" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა - კვირის პალიტრა

"ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი ასე მოექცა ცოლს, რომელზე ჭკუა ეკეტებოდა" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ყო­ფი­ლი ცო­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლის დედა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ცოლ-ქმარს ბოლო პე­რი­ოდ­ში კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.

რო­გორც თიკო მე­ლაშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველს" ეუბ­ნე­ბა, მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი შე­რი­გე­ბას აპი­რებ­დნენ.

"წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა მოხ­და. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ჩემი შვი­ლი ასე სა­დის­ტუ­რად მო­ექ­ცა ცოლს, რო­მელ­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბო­და, ისე უყ­ვარ­და. არ მჯე­რა, რომ ნიკა ასე მო­ექ­ცა. ერ­თად იყ­ვნენ, თით­ქმის შე­რი­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ხან აქ (ჩვენ­თან სახ­ლში) იყ­ვნენ, ხან - მა­რი­ტას­თან. მე მათი კონ­ფლიქ­ტი არ მი­ნა­ხავს.

იმ დღეს, როცა მარი ნახა, სახ­ლში ღა­მის 2 სა­ათ­ზე მო­ვი­და. არა­ფე­რი სა­ეჭ­ვო არ შე­მიმ­ჩნე­ვია. ვი­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ მა­რი­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს. ჩვენ ყვე­ლა ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დით მა­რის და­კარ­გვის გამო, სულ ტე­ლე­ფონ­ზე ვი­ყა­ვით, რომ გაგ­ვე­გო რა ხდე­ბო­და" - ამ­ბობს მე­ლაშ­ვი­ლი. (გააგრძელეთ კითხვა)