სტამბოლი-ნიუ იორკის რეისზე 11 წლის ბავშვი დაიღუპა - კვირის პალიტრა

სტამბოლი-ნიუ იორკის რეისზე 11 წლის ბავშვი დაიღუპა

სტამბოლიდან ნიუ-იორკში მიმავალი Turkish Airlines-ის რეისზე გონების დაკარგვის შედეგად 11 წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“საინფორმაციო სააგენტო MTI-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სამედიცინო სამსახურებმა ვერ შეძლეს ბავშვის რეანიმაცია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა ბუდაპეშტში ავარიული დაშვება განახორციელა.

საინფორმაციაო სააგენტო აღნიშნავს, რომ აეროპორტის სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე მივიდა მას შემდეგ, რაც რეისი ბუდაპეშტში დაფრინდა, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

IPN