"კიევთან მოლაპარაკების წინაპირობა არ არსებობს"
კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი კიევთან დიალოგის საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კიევთან მოლაპარაკებების წინაპირობები რეალურად არ არსებობს.
“უფრო მეტიც, ახლა არ არსებობს საფუძველი, თუნდაც სუსტი, რათა ავაშენოთ რაიმე სახის დიალოგი“, - დასძინა მან.
პესკოვმა რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რის გამოც, მისი თქმით, უკრაინა უარს ამბობს სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაზე.
„ჩვენ ვხედავთ: ა - რეჟიმის უნებლიეობა, ბ - მოუმზადებლობა, გ - რეჟიმის დაუშვებლობა ამის თქმა, ალბათ, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნების გარეშე შეიძლება. ამიტომ, ახლა მოლაპარაკების წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა მან.
IPN