"არ მინერვიულია, გამობრძმედილი კაცი ვარ..." - რას ამბობს როინ მეტრეველი "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტზე? - კვირის პალიტრა

"არ მინერვიულია, გამობრძმედილი კაცი ვარ..." - რას ამბობს როინ მეტრეველი "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტზე?

"მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში გუ­შინ გა­ვი­და ბექა ყორ­ში­ას სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც ის ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ახალ­და­ნიშ­ნულ პრე­ზი­დენტს, როინ მეტ­რე­ველს და გა­ეც­ნო, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მრჩევ­ლი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი. მან მეტ­რე­ველს არა­ფორ­მა­ლუ­რად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის აკა­დე­მი­კო­სის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სთხო­ვა, რა­ზეც როინ მეტ­რე­ველს უარი არ უთ­ქვამს.

"ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს მო­ხერ­ხდე­ბა ბა­ტო­ნი ირაკ­ლის­თვის და მინ­და, რომ სა­ერ­თოდ იცო­დეთ თქვენ, რომ აკა­დე­მია მას მხარს სრულ­ფა­სოვ­ნად უჭერს, ყვე­ლა­ფერ­ზე მზად ვართ. მაგ­რამ მა­გი­სი არ­გახ­მა­უ­რე­ბა ცოტა ძნე­ლია... ერთი რამე იცო­დეთ, რომ ბა­ტო­ნი ირაკ­ლის მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა 100%-იანი. ერთი იცით რისი მე­ში­ნია, რომ დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ გა­ვუ­წი­ოთ, თო­რემ მე პრობ­ლე­მა არ მაქვს, ჩათ­ვა­ლეთ, აკა­დე­მია არის თქვენ­თან", - მი­უ­გო მეტ­რე­ველ­მა ბექა ყორ­ში­ას მისი თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ.

ამ სი­უ­ჟეტ­ზე სა­სა­უბ­როდ ambebi.ge ბა­ტონ როინ მეტ­რე­ველს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

"ეს იმ­ხე­ლა სი­სუ­ლე­ლე და აბ­სურ­დუ­ლი რა­ღა­ცაა, არ ღირს ამა­ზე მსჯე­ლო­ბა, ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდე­ბა, რაც არის... ასე რომ, მა­გა­ზე ნუ შე­წუხ­დე­ბით და ნუ მი­აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, არ მი­ნერ­ვი­უ­ლია... გააგრძელეთ კითხვა