"დღეს იტალიის ისტორიის ნაწილი კარგავს მთავარ გმირს... მადლობა, პრეზიდენტო!" - კახა კალაძის სამძიმარი სილვიო ბერლუსკონის ოჯახს - კვირის პალიტრა

"დღეს იტალიის ისტორიის ნაწილი კარგავს მთავარ გმირს... მადლობა, პრეზიდენტო!" - კახა კალაძის სამძიმარი სილვიო ბერლუსკონის ოჯახს

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და მის ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დებს. კა­ლა­ძე "ინ­სტაგ­რამ­ში" ბერ­ლუს­კო­ნის­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ძვირ­ფა­სო სილ­ვიო, დღეს ფეხ­ბურ­თის და იტა­ლი­ის ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი კარ­გავს მთა­ვარ გმირს, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და "მი­ლა­ნის" წარ­მარ­თვა ყვე­ლა საკ­ლუ­ბო ტი­ტუ­ლის და­სა­პყრო­ბად, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მზად იყო ყვე­ლაფ­რის­თვის, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი! ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რია და­წე­რა. მად­ლო­ბა, პრე­ზი­დენ­ტო! გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ბერ­ლუს­კო­ნის ოჯახს" - წერს კა­ლა­ძე.

იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბერ­ლუს­კო­ნი მი­ლა­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­დაც ის რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ა­თავ­სეს.

მა­ნამ­დე იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, იმა­ვე კლი­ნი­კი­დან 19 მა­ისს, 1-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გა­წე­რეს.

აპ­რილ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბერ­ლუკ­სო­ნის ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.