სასტუმრო "მამიდას" მფლობელი, როენა ხუცურაული საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს
სასტუმრო "მამიდას" მფლობელი, როენა ხუცურაული საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს. მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, როენა ხუცურაულის სახლში ამჟამად პროცედურული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გამხდარიყო.
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით სასტუმრო "მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული 2019 წელს დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.