საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი - კვირის პალიტრა

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და სუ­რო­გა­ცია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 2024 წლის 1-ლი იან­ვრი­დან იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი.

რო­გორც მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენტს მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში წა­რედ­გი­ნე­ბა.

მი­ნის­ტრის თქმით, ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და ასე­ვე, სუ­რო­გა­ცი­ით შვი­ლის გა­ჩე­ნა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის აიკ­რძა­ლე­ბა.

"თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის ერთ-ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყოს, ვტო­ვებთ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რო­გორც ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, ასე­ვე, სუ­რო­გა­ცი­ას. კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გა­ეგ­ზავ­ნე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე დამ­ტკიც­დე­ბა და 2024 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შევა, რის შემ­დე­გაც ეს პრობ­ლე­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მოგ­ვარ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრმა ასე­ვე, იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რის გა­მოც მთავ­რო­ბამ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სუ­რო­გა­ცი­ი­სა და ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის აკ­რძალ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა არა­ე­თი­კურ და ძა­ლი­ან ცუდ პრაქ­ტი­კას­თან, რად­გან ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა არ იყო და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი. ბევრ სხვა­დას­ხვა სა­შიშ­რო­ე­ბას აჩენ­და, იგი­ვე ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, არ მინ­და მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ვი­სა­უბ­რო. ასე­ვე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­კი­თხი და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი იყო, ვერ ვა­დევ­ნებ­დით თვალს, სად მი­დი­ოდ­ნენ ეს ბავ­შვე­ბი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ერ­თსქე­სი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, იგი­ვე ტრე­ფი­კინ­გის და ბავ­შვით ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი ყო­ფი­ლი­ყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­ი­კე­ტა ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას­თან და სუ­რო­გა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა აიკ­რძა­ლე­ბა.

ამას­თან, აზა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ კა­ნო­ნით "უან­გა­რო­ბის პრინ­ცი­პი“ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პრინ­ცი­პუ­ლი, რაც ამ კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა, არის უან­გა­რო­ბის პრინ­ცი­პი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ვი­საც სურს იყოს დო­ნო­რი ან სუ­რო­გა­ტი, უნდა მოქ­მე­დებ­დეს უან­გა­რო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღოს, რაც ამ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უხერ­ხუ­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს თან, ან სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვებს, ან მშო­ბი­ა­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.